სალომე ზურაბიშვილი

3 Jul. 2022, 23:30

ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო)…

თუმცა გამოცხადებულ გეგმებს — კობახიძისეულს ( "თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე" ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი "გადადექი და მე გადმოვდგები" გეგმა — არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.

ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი…

ჩვენ ყველანი კი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია — ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით !

და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ

ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ნორმალურ სახელმწიფოში უფლებადამცველ ლაზარე…