თიბისიმ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
თიბისიმ, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მთავარი მიზანია, საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების შესაძლებლობების წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი გენერაციის ობიექტებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების და ინსტიტუციური შესაძლებლობების ცნობიერების ამაღლების და კერძო ინვესტორების ჩართვის მიზნით, პროგრამა ეხმარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოავლინოს სამომავლო პროექტები და გამართოს კონფერენციები/გაცნობითი ღონისძიებები დეველოპერებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა, საქართველოს მთავრობის, სახელმწიფო კომპანიების, საელჩოებისა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეველოპერებმა, ინვესტორებმა და დონორებმა ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების პერსპექტივების, მოსალოდნელი ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების ხედვების, ელექტროენერგიით რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობებსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
"USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას განახლებადი ენერგიის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში. პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ქვეყანაში გამოვლინდეს და განხორციელდეს საინტერესო და პერსპექტიული სუფთა ენერგიის პროექტები. ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომელიც საჭიროებს მუდმივ კომუნიკაციას საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის პირველ რიგში ინვესტორებთან. განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია ემსახურება დაინტერსებული მხარეების ინფორმირებულობას და მიზნად ისახავს რესურსების მობილიზებას განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ქსელში ინტეგრაციისათვის. კონფერენცია ხელს შეუწყობს ურთიერთობების გამყარებას პოტენციურ ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და ბიზნესებს შორის", — ივანე პირველი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის ხელმძღვანელი.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ კონფერენციაში ჩართულობა, ვინაიდან მსგავსი ღონისძიებები ინფორმაციის გავრცელებასა და განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის რესურსების მობილიზებას უწყობს ხელს. ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ამ მიმართულებას ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ქვეყანაში უხვად არსებული განახლებადი რესურსი. აუთვისებელი რესურსიდან გამომდინარე, საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ჯამში, თიბისის დაფინანსებული აქვს 30 ჰიდროელექტროსადგური -— ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW. აქედან უკვე ოპერირებს 100 MW, 167 MW სიმძლავრის სადგურები კი მშენებლობის ეტაპზეა, რაც საქართველოს ჯამური განახლებადი სადგურების 8%-ს შეადგენს. თიბისის მხარდაჭერით, სექტორში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 182 მილიონ დოლარს შეადგენს", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები