ახალი აპლიკაციის გამოყენებით მორგან ფრიმანის ხმით საუბარი შეგიძლიათ
ახალი ხმოვანი აპლიკაციის გამოყენებით ნებისმიერს შეუძლია მორგან ფრიმანის ხმის მიღება. ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დახმარებით. ეს ყველაფერი არ არის, აპლიკაციის ბეტა ვერსია მოიცავს პილოტის, კოსმონავტისა და სხვა მსგავსი ხმების კოლაჟს. დიახ, თქვენ მსგავს ხმით საუბარი შეგიძლიათ.
რაც მთავარია, ფუნქცია მუშაობს რეალურ დროში, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ხმის გარდაქმნა პირდაპირ ეთერშიც შეგიძლიათ.
Voicemod-მა ხელოვნური ინტელექტი პროფესიონალი მსახიობების ხმის დახმარებით დახვეწა. მსახიობები კითხულობდნენ სკრიპტებს მონაცემების შესაქმნელად. ამის შემდეგ ხმის ინჟინრებმა მონაცემები დინამიურ ხმად აქციეს.
პროდუქტი ჯერ ახალია და აპლიკაციის შემქმნელი კომპანია კიდევ ხვეწს თავის ტექნოლოგიას. იმ შემთხვევაში თუ მოცდა გიჭირთ ბეტა ვერსია უკვე არსებობს. თუმცა, ჩვენი ხმის მთლიანად შეცვლის შესაძლებლობა საფრთხეებსაც მოიცავს. ის შეიძლება ცუდად გამოიყენონ, როგორც Deepfake-ის შემთხვევაში. ეს შეიძლება გამოიყენონ დაშინების, მოტყუებისა და სხვა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
მეორეს მხრივ, AI ხმოვანი ტექნოლოგიები, როგორიცაა Voicemod, ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო მათთვის, ვისაც ხმის პრობლემები აქვს. ასევე დასაშვებია, რომ გასართობი ფუნქციაც შეიძინოს.
შესაბამისად, მხოლოდ სახეების შეცვლა და მიღება არ შეგვიძლია, როგორც ჩანს ახლა ჯერი ხმაზეცაა. ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ჩვენი სახე და ხმები ერთდროულად შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანის, ვისიც მოგვესურვება. ამ ყველაფერზე უკვე ხელოვნური ინტელექტი ზრუნავს.
კომენტარები