უკრაინაში მებრძოლი ქართველი

20 Jun. 2022, 21:08

იმიტომ ვუჭერთ მხარს ევროკავშირს, რომ ჩვენი შვილების მომავალი გვინდა ნათელი იყოს, განათლებული, დემოკრატიული იყოს. არ გვინდა მტერი. მტერი კიდევ ერთია — მტერი რუსეთია, ოდითგანვე მოგვსდევს ეგ და ცუდის მეტი რუსეთს ჩვენთვის არ გაუკეთებია. ერთმორწმუნე ერი არ არის, მაგათ ქრისტიანობის არაფერი გააჩნიათ და მოდით ხალხო გონებას, დაფიქრდით, ვინც მხარს უჭერთ რუსეთს.

რუსეთმა მართლა ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა, ისტორიიდან, ახალი ისტორია ავიღოთ და დღემდე ასეა — ოკუპაცია, ოკუპაცია, ოკუპაცია. მტერი გვყავს საერთო დედამიწას ერთი. ეს არის რუსეთი. ამიტომ ვუჭერთ ჩვენ მხარს ევროკავშირს. ევროკავშირი არის წინსვლა, გამარჯვება და განათლება. განათლებული საქართველო კი იქნება ბედნიერი და ძლიერი საქართველო. 

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პარტიას, არც არავის მხარს ვუჭერთ, არც რომელიმე პიროვნების დამცველები ვართ. უბრალოდ ვართ მეომრები, რომლებიც ვიბრძვით უკრაინაში საქართველოს სახელით, გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მეტი არაფერი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  4. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  5. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ