საბაზისო iPad-ს, სავარაუდოდ, USB-C პორტით ვიხილავთ
Apple სავარაუდოდ iPad-ის საბაზისო მოდელს გააუმჯობესებს. 9to5Mac-ის წყაროები იუწყებიან, რომ ტაბლეტის საბაზისო მოდელს Lightning Port-ის ნაცვლად USB-C პორტი ექნება. ახალ iPad-თა მსგავსად, შეეძლება პირდაპირ მონიტორებსა და სხვა პერიფერიულ მოწყობილობებს დაუკავშირდეს და უფრო სწრაფად მიმოცვალოს ინფორმაცია.
ასევე სავარაუდოა, რომ ახალი ტაბლეტი უფრო მძლავრი იქნება. ჟონავს ინფორმაცია, რომ ახალ საბაზისო iPad-ს წინამორბედზე დიდი ეკრანი ექნება, გამოსახულების იმავე რეზოლუციით, რაც აქვს iPad Air-ს. თუ ეს მართალია, საბოლოო ჯამში გამოსახულების ხარისხი მაინც Air-ზე საგრძნობლად დაბალი იქნება, მაგრამ სამაგიეროდ, არ მოგიწევთ უფრო მცირე ზომის ეკრანთან შეგუება. ახალ iPad-ს ასევე ექნება მეოთხე თაობის A14 Bionic ჩიპი და 5G მხარდაჭერა.
წყაროები არაფერს ამბობენ ახალი iPad-ის ვიზუალურ მხარეზე, არც იმაზე, შეთავსებადი იქნება თუ არა Magic Keyobard-თან ან მეორე თაობის Pencil-თან. არ იქნება გასაკვირი, თუ დიზაინის ახალ ელემენტებს ვიხილავთ. საბაზისო iPad ბოლო მოდელი იყო, რომელმაც შეინარჩუნა LIghtning პორტი, მთავარი ღილაკი და სხვა მოძველებული ფუნქციები. თუ ჭორები სიმართლეს შეესაბამება, ახალი ვერსია თანამედროვე ერაში შეაბიჯებს, მაგრამ იმის მიზეზებსაც გააჩენს, რომ მომხმარებელმა მეტი დახარჯოს და პირდაპირ Air შეიძინოს.
კომენტარები