3 ახალი წიგნი ქარჩხაძის გამომცემლობისგან, რომელიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნის
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობ
მზე, გართობა, დასვენება, მეგობრები, სიყვარული — ზაფხული სიახლეების, თავგადასავლებისა და დაუვიწყარი ისტორიების სეზონია. ამ ყველაფრის გამოსაცდელად კი ყოველთვის სახლიდან გასვლა საჭირო არაა — ახალი და შთამბეჭდავი სამყაროები ხშირად შენი წიგნის თაროზე, წიგნებში იმალება.
თუ გინდა ზაფხული წიგნის ფურცლებიდან შეიგრძნო და მზიანი დღეები ნაყოფიერად გამოიყენო, ქარჩხაძის გამომცემლობა 3 წიგნს გთავაზობს, რომელიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნის.
1. ლილი კინგის მწერლები და საყვარლები
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ლილი კინგის უჩვეულო იუმორითა და დასამახსოვრებელი პერსონაჟებით მოთხრობილი რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალი ქეისია, რომელიც 1997 წელს მასაჩუსეტში მიემგზავრება. დედის სიკვდილით დასევდიანებული ქეისი ცდილობს, დაწყებული წიგნი დაასრულოს, საკუთარი გზა იპოვოს და რომანტიკულ ურთიერთობებშიც გაიკვლიოს გზა.
სიყვარული, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება, შთაგონების წყაროს დაკარგვა, ფინანსური და ზრდასრულობისთვის დამახასიათებელი სხვა პრობლემები — რომანის მთავარ გმირთან საერთო ენის გამონახვა ნებისმიერ მკითხველს შეუძლია.
თუ შენთვის ზაფხული ახალ, თავბრუდამხვევ და დაუვიწყარ თავგადასავლებთან ასოცირდება, თანაც არც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სურვილია უცხო, ქეისის ისტორიას ვერ მოწყდები. წიგნის სიუჟეტი იმდენად ჩაგითრევს, რომ ზაფხულის გაუსაძლისი სიცხეც კი დაგავიწყდება.
2. დელია ოუენსის იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
თუ გინდა, შენს საზაფხულო თავგადასავალში მისტიკის ელემენტებიც შეიტანო, ამაში დელია ოუენსის სადებიუტო რომანი, სახელად იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან დაგეხმარება.
წიგნის სიუჟეტი მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ვითარდება, სადაც ყველას სმენია უცნაურ "მარშის გოგოს" შესახებ. "მარშის გოგოს" სინამდვილეში კაია კლარკი ჰქვია, რომელიც ცნობისმოყვარეობითა და ბუნების სიყვარულით გამოირჩევა. კაია ჭაობში ცხოვრობს, მარტოობა უყვარს და სამყაროს შესახებ ცოდნას თავად ბუნებისგან იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ მარტოობას შეჩვეულია, კაია სხვა ადამიანებთან ურთიერთობას მაინც ამყარებს. თუმცა როცა პატარა სოფელში საზარელი მკვლელობა ხდება, მთავარი ეჭვმიტანილი კაიაა, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება.
აღსანიშნავია, რომ ივლისში რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი გამოვა, რომლის ნახვაც წიგნის წაკითხვის შემდეგ გაცილებით საინტერესო იქნება.
3. ჯულია ქუინის ჰერცოგი და მე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ზაფხული ხშირად ახალ და სუნთქვისშემკვრელ სასიყვარულო თავგადასავლებთან ასოცირდება. თუ თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიის წაკითხვა და რეალობიდან მე-19 საუკუნის ინგლისის არისტოკრატიულ საზოგადოებაში გადაბარგება გინდა, ჯულია ქუინის ჰერცოგი და მე შენთვის ზედგამოჭრილია.
ჰერცოგი და მე ბრიჯერტონის სერიის პირველი წიგნია. წიგნი 7 და-ძმასთან მცხოვრებ ლაღ დაფნი ბრიჯერტონზე მოგვითხრობს, რომელიც უამრავ კაცს ემეგობრება, თუმცა რომანტიკულ პარტნიორს ვერ პოულობს. დაფნისგან რადიკალურად განსხვავებულია ჰასტინგსის ჰერცოგი საიმონ ბასეტი, რომელსაც დაქორწინება არ უნდა. საკუთარი მიზნების მისაღწევად დაფნი და საიმონი საბედისწერო გარიგებას დებენ, რომელიც მათ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.
ჯულია ქუინის ბრიჯერტონის სერია მსოფლიოში იმდენად პოპულარულია, რომ მასზე ნეტფლიქსმა სერიალი ბრიჯერტონიც გადაიღო. წიგნის წაკითხვის შემდეგ შეგიძლია, საყვარელი პერსონაჟები ეკრანზეც იხილო.
ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნები დაგეხმარება, ზაფხული ერთდროულად რამდენიმე შთამბეჭდავ სამყაროში უამრავ საინტერესო პერსონაჟებთან ერთად გაატარო.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები