იაპონიის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NICT) მკვლევრებმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. მათ ერთ პეტაბიტზე (125 ტერაბაიტი) დიდი მონაცემების გადაცემა სულ რაღაც წამში მოახდინეს. ეს მათ სტანდარტული 0,125 მმ-ის დიამეტრის მრავალბირთვიანი ბოჭკოების (MCF) გამოყენებით შეძლეს, იტყობინება TechXplore.

დღეს მსოფლიო უფრო მეტად არის დაკავშირებული ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ინფორმაციის საჭიროება და მისი გაცვლა ახლა მეტად აქტუალურია. ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ ჩვენი მოწყობილობები უფრო სწრაფი გახადონ რათა მონაცემების უფრო სწრაფად გავრცელება შევძლოთ.

მიღწევები ოპტიკური ბოჭკოების წარმოებაში

კომუნიკაციების სამყარომ გიგანტური ნახტომი გააკეთა, როდესაც ჩვენ სპილენძის კაბელებისგან ოპტიკურ ბოჭკოებზე გადავედით. ამით მონაცემთა გადაცემის სიჩქარე მრავალჯერ გაიზარდა და სწორედ ეს ინფრასტრუქტურა გაძლევთ საშუალებას განახორციელოთ მაღალი ხარისხის ვიდეო ზარები და უყუროთ ფილმებს 4K რეზოლუციით.

თუმცა, პროგრესი არც ამაზე ჩერდება. ლაბორატორიებში მკვლევრები მუშაობენ მოწინავე ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებზე, რომლებიც გარედან დღეს არსებულ ტექნოლოგიას ჰგავს, მაგრამ შიგნიდან ბევრად უფრო კომპლექსურია. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი გულისხმობს გადაცემის სხვადასხვა რეჟიმების გამოყენებას ერთი ბირთვის შიგნით.

პროგრესისთვის მეცნიერები ცდილობენ სიგნალები გადასცენ ერთ რეჟიმში, მაგრამ სურთ მეტი ბირთვის შეფუთვა ოპტიკურ ბოჭკოში. შედეგად შეიმუშავეს მონაცემთა გადაცემის ახალი საშუალება, რომელიც გაიგზავნება ოპტიკურ ბოჭკოზე. ის არაფრით განსხვავდება გარედან, მაგრამ შიგნიდან ის ბევრად უფრო დახვეწილია. რადგან ამ მოწყობილობის წარმოება დიდად არ განსხვავდება ერთბირთვიანი კაბელებისგან, მათი კომერციულ წარმოებამდე დაყვანა ადვილია.

მიღწევები სიგნალის დამუშავებაში

NICT-ის მკვლევრებმა გამოიყენეს ტალღის სიგრძის გაყოფის მულტიპლექსირება (WDM), სადაც სხვადასხვა ტალღის სიგრძის სიგნალები იგზავნება იმავე გარემოზე. ეს საშუალებას იძლევა ერთდროულად გადაიტანოთ მეტი მონაცემი ერთი კაბელის საშუალებით.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებით NICT-ის მკვლევრებმა მოახერხეს 801 ტალღის სიგრძეზე გაგზავნა და მიაღწიეს რეკორდულ 20 THz ოპტიკურ გამტარობას მრავალ ბირთვიან ბოჭკოში, ნათქვამია პრესრელიზში. სისტემამ 1,02 პეტაბიტი მონაცემები გადასცა წამში და ეს 51 კილომეტრის მანძილზე.

5G-ის შემოსვლასთან ერთად გაჩნდება კიდევ უფრო მეტი მონაცემები და მათი სწრაფად გადაგზავნის საშუალება. შესაბამისად მსგავსი ტექნოლოგიების საჭიროება აშკარაა.

მკვლევრებმა ნამუშევარი წარმოადგინეს ლაზერისა და ელექტროოპტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე (CLEO) 2022.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.