NEXT.On.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტი — ანანო მჭედლიშვილი CENN-ის კონკურსის "იმოქმედე კლიმატისთვის" პირველი ადგილის მფლობელი და ტოიოტას რჩეული გახდა. აღნიშნული CENN-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე, 19 მაისს გახდა ცნობილი.

წაიკითხეთ გამარჯვებული ნამუშევარი აქ: კლიმატის კრიზისი, როგორც თვითდესტრუქციული მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა

კონკურსი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის როლის გააქტიურების მიზნით, CENN, პარტნიორ ბიზნეს ორგანიზაციებთან, პროკრედიტ ბანკთან, ტოიოტა კავკასიასთან და აჭარა ჯგუფთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში გამოცხადდა. კონკურსში "იმოქმედე კლიმატისთვის" (Act4Climate) ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და ვლოგერებს შეეძლოთ მონაწილეობა.

კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებს უნდა შეექმნათ სტატია, ბლოგი, ვიდეო, რეპორტაჟი, ვლოგი ან ფოტო ისტორია, რომელიც აჩვენებს კლიმატის ცვლილების პროცესს, გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს.