მივინო — ქილაში ჩამოსხმული ღვინის ამბავი
ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო ალბათ არავისთვისაა გასაკვირი, თუმცა, რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ქილის ღვინის შემოსვლამ აუდიტორიის დიდი ნაწილი გააოცა. ქილის ღვინოს მივინო ეწოდება და მისი შექმნის იდეა გიორგი მაჭავარიანსა და საბა სახვაძეს ერთდროულად დაებადათ.
საიდან გაჩნდა ეს იდეა და როგორ განვითარდა მივინოს საქმიანობა დროთა განმავლობაში? ამ თემებზე გიორგი მაჭავარიანი გვესაუბრა:
იდეა
მივინოს შექმნის იდეა მეგობრებთან ერთად, წვეულებაზე გაჩნდა, სადაც გასახსნელის არქონის გამო რამდენიმე ჩანგლის გატეხვის შემდეგ მივხვდით, რომ ღვინო არ უნდა ყოფილიყო მოუხერხებელ შეფუთვებში. დავიწყეთ ფიქრი ალტერნატიულ შეფუთვებზე, რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელი, პორტატული, და რაც ყველაზე მთავარია, ღვინოსთან თავსებადი იქნებოდა, რათა ღვინის სტრუქტურა და ხარისხი ხანგრძლივი ვადით შეენარჩუნებინა. ბევრი ალტერნატივის განხილვის შემდეგ, არჩევანი 330 მლ-იან ქილებზე შევაჩერეთ.
გამოცდილება მივინომდე
როდესაც იდეა დაგვებადა, ღვინის ინდუსტრიაში რაიმე სიღრმისეული გამოცდილება არ გვქონდა, გარდა გარკვეული მენეჯერული ცოდნა-გამოცდილებისა. ამ პერიოდში თსუ-ს III კურსის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით და ერთმანეთსაც აქედან ვიცნობდით. საქმიანობის დაწყებასთან ერთად, დავიწყეთ მეღვინეობის სიღრმისეული შესწავლა სხვადასხვა სასწასწავლებელში. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე ვიყავით ჩართული მრავალ გარე აქტივობაში, შესაბამისად, თავიდანვე ვხედავდით და ვგრძნობდით ღვინის ტრადიციულ შეფუთვებთან მიმართებით მომხმარებლის პრობლემებსა და საჭიროებებს.
მივინო
მივინო თავის მომხმარებელს სთავაზობს სირთულისგან, ჩარჩოებისგან თავისუფალ, ურთიერთობებისთვის შექმნილ ღვინოს ახალგაზრდულ შეფუთვებში. თავიდან ვაპირებთ, ვაწარმოოთ მხოლოდ ორი სახის: თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები, ხოლო შემდგომ დავამატოთ შუშხუნა, ნახევრად-ტკბილი, ასევე ხილის ღვინოები და ყველასათვის საყვარელი კოქტეილები.
პირველი ნაბიჯები
მას შემდეგ, რაც იდეა გაგვიჩნდა, მისი განხორციელების უამრავი აზრი და ალტერნატივა წარმოიშვა. შევჯერდით პროდუქტზე, შევქმენით ბიზნეს მოდელი, განვსაზღვრეთ პროდუქტის სატესტო წარმოებისთვის საჭირო ბიუჯეტი, დავამყარეთ კომუნიკაცია მასალის მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან, შევიმუშავეთ მარკეტინგული გეგმა და მალევე დავიწყეთ ფინანსების მოძიება. პირველი ფინანსური სახსრები მოვიზიდეთ Yes Georgia-ს ფარგლებში ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალისა და USAID ის მხარდაჭერით. 2019 წლის დასაწყისში უკვე მივინო გამოჩნდა ბარებსა და ქსელურ მარკეტებში. ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ დაგვესტესტა ყველა შესაძლო მარკეტინგული არხი, მიგვეღო მათგან ძალიან მნიშვნელოვანი გაყიდვების სტატისტიკები, რაც მომავალში გაყიდვების პროგნოზირების საშუალებას მოგვცემდა, ასევე ფესტივალებიდან და სხვა გარე ღონისძიებებიდან მივიღეთ მომხმარებლის პირდაპირი უკუკავშირი, რითაც პროდუქტის განვითარებისთვის საფუძველი შევქმენით. 2020 წლის ზაფხულზე, პანდემიიდან გამომდინარე, სატესტო გაყიდვები დავასრულეთ. ამის შემდეგ კი, ჩვენივე რესურსებით ავაშენეთ მივინოს საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა და დამატებითი ინვესტიციის მოზიდვაზე ზრუნვა დავიწყეთ.
გამოწვევები
კომპანიის განვითრების პარალელურად, მრავალი სახის პრობლემა შეგვხვდა. პროდუქტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, არ არსებობდა ქილებში ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ცოდნა და პრაქტიკა. ამიტომაც, ყველაფრის სწავლა 0-დან მოგვიწია. ასევე, რთული იყო უშუალოდ ქილების მომწოდებლებისგან ნდობის მოპოვება, პარტნიორობის მიღწევა და მრავალი სხვა.
Shark Tank
იდეა, გავსულიყავი შარქ თენქზე, გადაცემის ხილვის შემდეგ გამიჩნდა, სადაც ვნახე, თუ რამდენად დიდ შესაძლებლობას იძლეოდა აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ინვესტორის საპოვნელად.
მოლოდინები მეტ-ნაკლებად დადებითი გვქონდა და გვეჯროდა, თუკი შევძლებდით საბაზრო პოტენციალის, ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობის, პროდუქტის, ბრენდის კონცეფციის და, რაც მთავარია, გუნდის სწორად წარმოჩენას, საინვესტიციო შემოთავაზებასაც მივიღებდით.
ახლა უკვე, აღებული ინვესტიციის დიდ ნაწილს საწარმოსთვის საჭირო ძირითადი საშუალებებით შევსებას მოვახმართ, დანარჩენი ნაწილი კი საბრუნავ მასალებსა და ნედლეულით მომარაგებაში დაიხარჯება.
გეგმები
წარმოების დაწყებიდან მალევე ვგეგმავთ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებასთან ერთად, საექსპორტო ბაზრების ათვისებას; ასევე პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდას, მათ შორის, სიდრის, სანგრიასა და სხვა კოქტეილების დამატებას.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ — Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
კომენტარები