11 მაისს, 20:00-ზე საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ Bank of Georgia Update - ტექნოლოგიების დღეს. ღონისძიება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს შეეხება, ხოლო მისთვის თვალის მიდევნებას ბანკის Facebook Live-ში შეძლებთ.

ღონისძიებაზე პირველი გაიგებთ, ბოლო პერიოდში რა ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციები დანერგა ბანკმა და რას გეგმავს ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში. ასევე, მოგეცემათ შესაძლებლობა, გაიგოთ, თუ როგორ ქმნის ბანკი თქვენთვის უკეთეს პროდუქტებს და მომსახურებას უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით.