რუსული აგრესიის შედეგად ჩერნობილში რადიაციის დონე იმატებს — IAEA
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, უკრაინაში, ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ადგილას, რადიაციის დონეები იმატებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ტერიტორია რუსულმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში.
"ვიტყოდი, რომ რადიაციის დონე არანორმალურია", — აცხადებს IAEA-ს დირექტორი რაფაელ გროსი", — "ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაბინძურების დონემ რუსული ძალების მძიმე ტექნიკის გადაადგილების, ასევე მათი წასვლის შედეგად აიწია. ამას მუდმივად ვაკვირდებით".
გროსიმ ასევე დაამატა, რომ რუსეთის მხრიდან კონტროლის დამყარება "სრულებით არანორმალური და ძალიან, ძალიან სახიფათოა". მართალია, მათ ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა, პრობლემა მაინც არ მოგვარებულა.
აღსანიშნავია, რომ რუსმა სამხედროებმა ჩერნობილი თებერვლის ბოლოს დაიკავეს და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დატოვეს. გავრცელდა ინფორმაცია , რომ გასულ თვეში ისინი რეაქტორის აკრძალულ ზონაში ცეცხლის ჩაქრობას უშლიდნენ ხელს. ეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს სატელიტებმა დააფიქსირა. გადმოცემის თანახმად, რუსი სამხედროები წასვლამდე რეგიონში რადიოაქტიურ ნივთიერებებს ავრცელებდნენ.
ასევე იხილეთ: უკვე ოფიციალურად დასტურდება: ასობით რუსი ჯარისკაცი ჩერნობილში რადიაციით მოიწამლა
ამჟამად სახელმწიფო მოხელეებს ისღა დარჩენიათ, ადგილი რადიოაქტიური დაბინძურებისაგან გაწმინდონ, რათა რადიაციის დონე თანდათანობით ნორმის ფარგლებს დაუბრუნდეს. მიუხედავად ამისა, თუკი რუსეთის სასტიკ აგრესიას გავითვალისწინებთ, თავად განსაჯეთ, რამდენად მოხერხებადია ეს.
კომენტარები