უკვე ოფიციალურად დასტურდება: ასობით რუსი ჯარისკაცი ჩერნობილში რადიაციით მოიწამლა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მდებარე წითელ ტყეში რადიოაქტიური მტვერი შეისუნთქეს. ამ ადგილს ასე მოიხსენიებენ, რადგან 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფის შემდეგ, იქ განლაგებულმა ფიჭვის ხეებმა რადიაცია შთანთქა და მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობა მიიღო.
ახლა კი უკრაინელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ასობით რუსი ჯარისკაცი მწვავე სხივური დაავადების სამკურნალოდ ბელორუსის ქალაქ გომელში მდებარე სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფება. მედიის ცნობით, ისინი წითელ ტყეში თხრილების აკეთებდნენ, რა დროსაც მათ ორგანიზმში მიწიდან გამოთავისუფლებული რადიოაქტიური ნივთიერებები მოხვდა.
"ბელორუსის რადიაციული მედიცინის ცენტრში დასხივებული რუსი ტერორისტების მორიგი წყება გადაიყვანეს. ახლა მოგიწევთ, დარჩენილი ხანმოკლე ცხოვრება ამასთან ერთად გაატაროთ. არსებობს წესები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ვრცელდება", — წერს უკრაინის აკრძალული ზონის სამმართველოს სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი, იაროსლავ იემელიანენკო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ სადგურის პერსონალი მტერს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისინი სიტუაციას სათანადოდ ვერ აფასებდნენ.
"როცა ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა 1986 წლის კატასტროფის, ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიის შესახებ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რაზე ველაპარაკებოდით. არ იცოდნენ, სად იყვნენ", — აცხადებს სადგურის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ვალერი სეიდა.
ყველაფერი ბირთვულ ენერგიაზე, ატომურ ელექტროსადგურებსა და რადიაციაზე:
კომენტარები