ჟირინოვსკი მართლა მოკვდა
ფოტო: Tass
რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი მართლა მოკვდა. ამჯერად ინფორმაცია რუსეთის დუმის სპიკერზე, დუმის ოფიციალურ ვებგვერდზე, ჟირინოვსკის პარტიის ტელეგრამსა და არაერთ მედიაზე, მათ შორის, BBC-ის რუსულ ბიუროზე გავრცელდა.
ამ ინფორმაციის სანდოობაში მედიას არწმუნებს ისიც, რომ წინა შემთხვევებში ჟირინოვსკის სიკვდილი სწორედ დუმის სპიკერმა, ვიაჩოსლავ ვოლოდინმა უარყო და ყველა ფეიკების გავრცელებაში დაადანაშაულა. ახლა კი მან ტელეგრამზე დაწერა, რომ ჟირინოვსკი მძიმე დაავადების შემდეგ გარდაიცვალა.
"ნათელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელსაც ღრმად ესმოდა როგორ მუშაობს სამყარო და ბევრი რამ იწინასწარმეტყველა. სახელმწიფო სათათბიროს LDPR ფრაქციის ლიდერი. ის მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იყო. მისი პიროვნება იმდენად მასშტაბურია, რომ მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემის განვითარების ისტორია", — ასე ახასიათებს ვოლოდინი ჟირინოვსკის, რომელსაც მსოფლიო მედია, ისევე, როგორც რუსეთის საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ კლოუნს უწოდებდა.
ჟირინოვსკის სიკვდილზე განცხადება გამოქვეყნდა დუმის ოფიციალურ ვებგვერდზეც, სადაც აღნიშნულია, რომ დეპუტატებმა "მის ხსოვნას პატივი მიაგეს".
ფოტო: კადრი დუმის ვებგვერდიდან
მოგვიანებით, დუმის ვებგვერდზე ვიპოვეთ ამის ამსახველი ვიდეოც.
ჟირინოვსკის სიკვდილზე წერენ და პოლიტიკოს აქებენ პარტიის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც:
"დღეს დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკი. ეს არის დარტყმა მთელი რუსეთისთვის, მისი მომხრეების არმიისთვის.
გაზვიადების გარეშე გარდაიცვალა დიდი კაცი, მან ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენ ყველანი ვგლოვობთ".
ჟირინოვსკის სიკვდილზე ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა და ამდენჯერვე უარყვეს. თავდაპირველად ამბები დაბალი ხარისხის, ნაკლებად სანდო მედიებზე ვრცელდებოდა, მაგრამ ბოლო შემთხვევაში, ჟირინოვსკის სიკვდილზე დაწერეს სანდო მედიებმაც, ვინაიდან მაშინ ინფორმაცია რუსმა სენატორმა გაავრცელა. თუმცა, მოვლენები მაშინაც უარყოფით გაგრძელდა და რუსულ მედიას გამოქვეყნებული სტატიების წაშლა და ჩასწორება მოუწია.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები