TikTok-ის სქროლვა თუ გიყვართ, ალბათ ხშირად გაქვთ ისეთი შემთხვევა, როდესაც უკვე ნანახ ვიდეოს ვეღარ პოულობთ. Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, Hammod, რომელიც კომპანიების სამომავლო გეგმების გამჟღავნებითაა ცნობილი, ამბობს რომ TikTok ახალ ფუნქციას ტესტავს და ეს Watch history იქნება. ანუ, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ვიპოვოთ ყველა ის ვიდეო, რომელიც წარსულში გვინახავს და ან დალაიქება დაგვავივწყდა, ან უბრალოდ სიჩქარეში დავკარგეთ.

როგორც TechCrunch აღნიშნავს, ამჟამად TikTok-ის აპლიკაცია უკვე ნანახი ვიდეოების მოძებნის შანსი არის, თუმცა ამის გაკეთება არაკომფორტული და ძნელია. ერთ-ერთი მეთოდით, უნდა გადავიდეთ Discover განყოფილებაში, დავაწვეთ სერჩს, ჩავწეროთ * სიმბოლო, გადავიდეთ სერჩის ფილტრში და მოვნიშნოთ Watched Videos. ამით უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში ნანახ ვიდეოებს ვიპოვით. Watch history-ის დამატების შემთხვევაში ეს პროცესი იმდენად გამარტივდება, რომ ორი კლიკიც ეყოფა.

ჯერ უცნობია, თუ რამდენ ადმიანთან გაიხსნა ეს ფუნქცია, ან რომელ რეგიონებზე ატარებს TikTok ტესტს. ასევე უცნობია ვიხილავთ თუ არა ოდესმე ამ ფუნქციას მასიური აფდეითის სახით. Engadget-მა TikTok-თან დაკავშირება სცადა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაუმჯობესოთ TikTok და შევმატოთ ჩვენს ქომიუნითის ახალი ღირებულებები", — განაცხადა TikTok-ის წარმომადგენელმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.