უკრაინის დასაცავად მზადმყოფი ჯარისკაცების თვალები — 10 ფოტო
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. რუსეთის აგრესიას ყოველდღიურად მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე ეწირება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჟურნალისტებთან ერთად ფოტოგრაფებიც გვიყვებიან. ისინი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კამერით აღბეჭდავენ — ამ კადრებს ხომ უკრაინელი ხალხის ისტორიების მოყოლა სიტყვების გარეშეც შეუძლიათ. მათ შორისაა უკრაინელი ფოტოგრაფი სერგიი კოროვაინი.
ფოტოგრაფმა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე უკრაინელი ხალხის დამცველების თვალები აღბეჭდა. ფოტოებში დონეცკის რეგიონის საზღვაო ძალების ჯარისკაცები და მოხალისეები არიან წარმოდგენილნი.
"მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის პოტენციური ესკალაციის საფრთხეს გრძნობს, ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანები აგრესიის ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან", — წერდა 1-ელ თებერვალს ფოტოგრაფი.
ფოტოები უკრაინის უმაღლესმა რადამ საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გააზიარა.
კომენტარები