IAEA: ჩერნობილის სადგურში ელექტროენერგიის გათიშვა კრიტიკულ საფრთხეს არ ქმნის
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დმიტრო კულებას მიერ რადიაციის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმართვას გამოეხმაურა და გვაუწყა, რომ ამას უსაფრთხოებაზე კრიტიკული გავლენა არ აქვს.
სამშაბათს რუსეთის ჯარებმა ჩერნობილის ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდეს, დღეს კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გვაუწყა, რომ დიზელის სარეზერვო გენერატორები მხოლოდ 48 საათის განმავლობაში შეძლებდნენ მუშაობას, ხოლო ამის შემდეგ ქარხნიდან რადიაცია გაჟონავდა.
ასევე იხილეთ: 48 საათში რადიაციის გაჟონვა "გარდაუვალი ხდება" — ჩერნობილის ელექტროსადგურს დენი აღარ მიეწოდება
მიმართვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც გამოეხმაურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების საფუძვლების უგულებელყოფაზე მეტყველებს, IAEA აცდახებს, რომ ამ შემთხვევაში მოვლენას უსაფრთხოებაზე კრიტიკული გავლენა არ აქვს, რიგი ფაქტორები კი, მათ შორის ჩერნობილში წყლის გაცივების ხარისხი, "ეფექტური განიავებისთვის ელექტრობის მარაგის გარეშეც სკმარისია".
კომენტარები