დონალდ ტრამპი განრისხებულია, რადგან მის ახალ სოციალურ ქსელს "არავინ იყენებს"
დონალდ ტრამპი ისევ გაბრაზებულია... როგორც ჩანს, ამჯერად ეს იმიტომ ხდება, რომ არავინ იყენებს მის ახალ სოციალურ ქსელს — Truth Social-ს. საკმაოდ პრობლემური გაშვების შემდეგ, რა დროსაც უამრავი ხარვეზი დაფიქსირდა, ყოფილი პრეზიდენტი ახლა ამ გაუმართაობის გამო საკუთარ გუნდზეა გაბრაზებული. The Daily Beast-ს წყარომ განუცხადა, რომ სოციალური მედიის წარუმატებლობას ტრამპი ყველა აბრალებს, ოღონდ არა თავის თავს.
წყაროს თქმით, ტრამპი სოციალური ქსელის შემქმნელებს ტელეფონით ესაუბრა და მათთვის კარგი არაფერი უთქვამს. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი განრისხებულია, რადგან როგორც თავად თქვა Truth Social-ს "არავინ იყენებს".
მიუხედავად იმისა, რომ ამოქმედების მომენტში ახალ სოციალურ მედიას დღიურად ორ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, მას შემდეგ ყველაფერი კარგად ნამდვილად არ წავიდა. Beast-მა შეისწავლა აპლიკაციის არსებული მონაცემები და აღმოაჩინა, რომ Truth Social დაახლოებით იგივეს აკეთებს, რასაც სხვა საშუალო MAGA-ს მეგობრული პლატფორმები, როგორიცაა Gab და Gettr.
მეტიც, როგორც ჩანს, მათ ვინც სოციალური ქსელი გამოიყენეს იქ არც ისინი დარჩნენ დიდი ხნით. ტრამპის ახალ სოციალურ ქსელში მომხმარებელი საიტზე საშუალოდ მხოლოდ 90 წამით ჩერდებოდა. ეს ძალიან მოკლე მონაკვეთია იმ შვიდ და ცხრა წუთთან შედარებით, რომელსაც მომხმარებელი ატარებს Getter-სა და Gab-ზე ატარებენ.
ტრამპის განრისხება კიდევ უფრო უცნაურია იმის ფონზე, რომ თავად მასაც არ გამოუყენებია პლატფორმა და არც ერთხელ არ გამოუქვეყნებია "სიმართლე" აპლიკაციის გაშვების შემდეგ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები