დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელი Truth Social აიფონზე უკვე ხელმისაწვდომია
![](http://rachel.on.ge/2022/02/22/Screenshot_20220222-123147_6214a7cd8ea7d.jpg)
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი, Truth Social დღეიდან iOS-ზე, ამერიკის App Store-ში უკვე ხელმისაწვდომია.
აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელი ამერიკაში პრეზიდენტის დღის (21 თებერვალი) წინ გახდა შესაძლებელი.
Truth Social ფაქტობრივად ტვიტერის ასლია. სწორედ ტვიტერი იყო ტრამპის საყვარელი სოციალური ქსელი. ყოფილი პრეზიდენტი Twitter-მა 2021 წლის დასაწყისში დაბლოკა, რადგან მათი აზრით კაპიტოლიუმზე თავდასხმა სწორედ პრეზიდენტის წამაქეზებელმა პოსტებმა გამოიწვია.
Truth Social-ს საკმაოდ უცნაური ვებსაიტი აქვს. Chrome-ის ან Safari-ს გამოყენების შემთხვევაში, ჩატვირთვისას ის HTTP-ს ირჩევს და რეგისტრაციის მსურველთა სახელებსა და მეილებს აგროვებს. როგორც ირკვევა, Truth Social-ს უფრო დაცული HTTPS-ის მხარდაჭერაც აქვს, მაგრამ საიტი ავტომატურად არ გვამისამართებს. თუ დაცული სესია გვსურს, https ჩვენით უნდა ავკრიფოთ.
![](http://monica.on.ge/2022/02/22/image_6214a36cab2e7.jpg)
ზოგ მომხმარებელთან, რომელიც ვებსაიტით დარეგისტირებას ცდილობდა, "Something went wrong" მესიჯი ხტებოდა. ასევე, საიტის მომხმარებლებს რიგში დგომაც მოუწიათ, რადგან, როგორც ვებსაიტი იუწყებოდა "მასობრივი მოთხოვნის გამო" ქსელი დაიტვირთა.
კომენტარები