დევიდ კამერონი ბრიტანელი პოლიტიკოსია, რომელიც 1966 წლის 9 ოქტომბერს ლონდონში დაიბადა.
2001 წლიდან კამერონი პარლამენტის წევრი, ხოლო 2010 წლიდან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი იყო.
2016 წლის 11 ივნისს, დევიდ კამერონმა დააანონსა, რომ 13 ივლისს პოსტს დატოვებდა. პრემიერმინისტრის თანამდებობა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერესა მეიმ დაიკავა.
დევიდ კამერონმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდ ბრიტანეთმა რეფერენდუმში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.