კობახიძის აზრით, რეზოლუციაში რუსეთის არხსენების გამო კრიტიკა "სიტყვებზე გამოკიდება" და "სპეკულაციაა"
მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის კრიტიკა რეზოლუციასთან დაკავშირებით "სიტყვებზე გამოკიდება" და "სპეკულაციაა". მეტიც მისი აზრით, ურკაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში აგრესორის, რუსეთის არხსენების გამო კრიტიკა "მეორეხარისხოვან თემებზე" აქცენტის გადატანაა. კობახიძე მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში არის ნათქვამი ყველაფერი, "რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი".
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ისინი არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის მნიშნველოვანია, პირველ რიგში ამის გამო, რომ ეს სამხედრო ესკალაცია არ შედგეს. სწორედ ამას ეხება ეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, ომის არდაშვება არის მთავარი ამოცანა, ბუნებრივია ჩვენთვის და ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ზუსტად ამას ეხება ეს რეზოლუცია.
რაც შეეხება იქ სიტყვებზე გამოკიდებას, ეს არის ცალსახა სპეკულაცია. მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა არის არასწორი იმ დროს, როდესაც რეზოლუციაში არის ნათქვამი ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი", — განაცხადა მან იმედის ეთერში.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივა ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს ეკუთვნით. 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მათ მმართველ პარტიას ერთიანი ტექსტის შემუშავება შესთავაზეს. დღეს დილიდან დეპუტატები რეზოლუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ მოახერხეს.
რეფორმების ფრაქციის წევრის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მათ საკუთარი ვერსია შესთავაზა და განხილვის შემდეგ ისინი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე თქმით, შესვენების დროს "ოცნების" დეპუტატებმა გადაწყვიტეს ტექსტის თავდაპირველი ვერსია დაებრუნებინათ, რის გამოც ოპოზიციამ თანაავტორობაზე უარი თქვა.
კერძოდ, იმ ვერსიაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, რუსეთი ნახსენები არ არის. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები