ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში აბდულრაზაკ გურნას გადაეცა
სულ რამდენიმე წუთის წინ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2021 წლის ლაურეატი დასახელდა: ტანზანიელი მწერალი აბდულრაზაკ გურნა.
როგორც ნობელის კომიტეტმა განმარტა, აბდულრაზაკ გურნაზე არჩევანი იმ "უკომპრომისო და თანაგრძნობით განმსჭვალული" თხრობისთვის გააკეთეს, რომლითაც მწერალი "კოლონიალიზმის შედეგებსა და კონტინენტებსა და კულტურებს შორის წარმოქმნილ უფსკრულში აღმოჩენილი ლტოლვილების ბედს" აღწერს.
The New York Times-ის ინფორმაციით, ის პირველი აფრიკული წარმოშობის მწერალია, რომელსაც ბოლო ორ ათწლეულში ლიტერატურის ეს ყველაზე გავლენიანი ჯილდო გადაეცა. ნობელის ისტორიაში ჯამში სულ ხუთი აფრიკელი ავტორი გახდა ამ პრემიის ლაურეატი.
აბდულრაზაკ გურნა აღმოსავლეთ აფრიკაში, ტანზანიის რესპუბლიკის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა 1948 წელს, 60-იანებში კი ემიგრაციაში მოუწია წასვლა და დღემდე ინგლისში ცხოვრობს.
გურნას ათამდე რომანი აქვს დაწერილი, რომელთა ძირითადი თემა ლტოლვილების გამოცდილებაა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ამერიკელ პოეტ ლუიზ გლუკს გადაეცა და ის რიგით მე-16 ქალი გახდა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია. 2019-ში კი იმავე და წინა წლის — 2018-ის ნობელიანტი ავტორები ერთად დასახელდნენ: პოლონელი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი პეტერ ჰანდკე.
ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოა, რომლის დაარსებაც შვედი ქიმიკოსის ალფრედ ნობელის სახელს უკავშირდება. პრემია 1901 წლიდან გაიცემა ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის, მშვიდობისა და ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში. პრემიის მფლობელებს 9 მილიონი შვედური კრონა გადაეცემათ, რაც დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს უდრის.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წარსულში მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ავტორებს, როგორებიც არიან ჰაინრიხ ბიოლი (1972), ჟოზე სარამაგუ (1998), მარიო ვარგას ლიოსა (2010) და სვეტლანა ალექსიევიჩი (2015).
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
კომენტარები