საველე ჰოსპიტლები შორს წაგვიყვანს იმ რეალობისგან, რასაც კოვიდის მართვა ქვია — დევი ტაბიძე
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობამ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია და თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით, ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემა ჩავარდება კოლაფსში. ამის მიუხედავად ის საველე ჰოსპიტლების პრინციპის მომხრე არ არის.
"ეს ყველაფერი მიგვიყვანს საბოლოო ჯამში იქამდე, რომ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ნათესავებს, ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, არც მეტი, არც ნაკლები, არავის არ ვაშინებ, მაგრამ დავკარგავთ", — განაცხადა ტაბიძემ.
დევი ტაბიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, საველე ჰოსპიტლები კოვიდის მართვისთვის ეფექტური არ იქნება და ეს კიდევ უფრო გაზრდის ვირუსის გადადების საშიშროებას.
"თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთ საველე პირობებში, სადაც ერთ დიდ დახურულ სივრცეში განთავსდება ასზე მეტი პაციენტი სხვადასხვა თავისი ჩივილებით და იმ არადაცული სანიტარული წესები, ვენტილაცია და სხვადასხვა. ამას სჭირდება სპეციალიზირებული მართვა, ამას სჭირდება სპეციალური მენეჯმენტი, ამას სჭირდება სამხედო ექიმების მობილიზება, რომლებსაც ინფექციასთან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. გეთანხმებით, შესაძლებელია მივიღოთ დაჭრილები, მივიღოთ სხვადასხვა, ის, რაც მას პირადად ევალება [...] ჩვენ ამის მართვისთვის მზად არ ვართ", — ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.
ტაბიძის თქმით, გამოუვალ სიტუაციაში საველე ჰოსპიტლები უნდა გაიხსნას, მაგრამ იქ მომუშავე სამხედრო ექიმებმა მხოლოდ პირველადი დახმარება უნდა გაუწიონ ინფიცირებულებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის აზრით, არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სრული ვაქცინაცია, პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და მაქსიმალურად თავის არიდება მასობრივი შეკრებებისგან.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო უკვე ზრუნავს იმ სივრცეების მობილიზებაზე, სადაც, შესაძლოა ე.წ. საველე ჰოსპიტლები განათავსონ. ტიკარაძის თქმით, ეს მისთვის ძალიან არასასურველი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა შიდა ჯგუფებში მაინც საუბრობენ ე.წ. საველე ჰოსპიტლების საჭიროებაზე. გუშინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან, თუმცა საველე ჰოსპიტლებში მათ სავარაუდო მობილიზებაზე არაფერი უთქვამს.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები