მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, იმ ფონზე, როცა რამდენიმე ოპოზიცურმა პარტიამ საარჩევნო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე ოფიციალურად მიმართა, ამბობს რომ ოპოზიცია მაინც უნდა შევიდეს პარლამენტში. TV პირველთან საუბარში, ელისაშვილი ამბობს რომ ქართული ოცნება მათ "ახალი წესებით" მომდევნო — თვითმმართველობის თუ რიგგარეშე არჩევნებში უნდა დაამარცხოს.

"უნდა შევთანხმდეთ ოცნებასთან, გამოვგლიჯოთ ხელიდან ის, რისი მოთხოვნითაც მივედით, უნდა გვეყოს გამბედაობა და შევიდეთ იმ პარლამენტში. 60 ოპოზიციონერი ვიქნებით, მეხუმრებით? აქედან 90 მუთაქა ქართული ოცნების და იქედან 60 დაგეშილი ოპოზიციონერი. და მერე მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ რიგგარეშე არჩევნები და ახალი წესებით დავამარცხოთ", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეკრებილი არიან, საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ამის შესახებ განცხადებას ხელს საჯაროდ აწერენ.

ოპოზიციური პარტიებიდან ადგილზე არ არის ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს.

გაიგეთ მეტი: