1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ 1936-1937 წლის რუკა, რომელზეც ბოლო პერიოდშია საუბარი და რომლის გარშემო არაერთი კითხვა ისმება, ხარვეზიანია და უზუსტობებს შეიცავს. მელაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისთვის ამ რუკის გამოყენება არ შეიძლება.
პროკურატურამ სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში კომისიის ყოფილი წევრების, მათ შორის ივერი მელაშვილის სახლიც გაჩხრიკეს.
როგორც მელაშვილი მედიაცენტრ მთავარში განმარტავს, 1936-37 წლებში გამოცემული რუკა 1:200 000 მასშტაბისაა და მიუფლინგის საკოორდინატო სისტემაშია შედგენილი. მისი თქმით, აღნიშნული რუკა ახალი აღმოჩენილი არაა და ის ჯერ კიდევ 1996-97 წლებში მოიპოვეს.
"თავიდან ჩვენც გვეგონა, რომ, აი, რაღაც გამოსადეგი აღმოვაჩინეთ, მაგრამ ანალიზი რომ ჩაუტარდა, შედარებულ იქნა სხვა რუკებთან, აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე ელემენტებს შორის ამ და სხვა რუკაზე საკმაოდ დიდი სხვაობაა, 250-300 და მეტი მეტრი. [...] სპეციალურად გადაიდო ეს რუკა გვერდზე, რადგან უვარგისი იყო, ვერ გამოგადგებოდა არგუმენტად მეორე მხარესთან შენი პოზიციის გასაძლიერებლად, უფრო პირიქით იქნებოდა", — აღნიშნავს კომისიის ყოფილი წევრი.
მელაშვილის თქმით, მის დროს კომისია 1938 წელს დამტკიცებული და ხელმოწერილი რუკით, ასევე, 1942-43 წლებში გამოცემული რუკებით ხელმძღვანელობდა, რომელიც 1:100 000 მასშტაბისაა.
ივერი მელაშვილი აღნიშნავს, რომ კომისიების დონეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ჯერ მხოლოდ 66 პროცენტია შეთანხმებული და მათ შორის დავით გარეჯის ქედი არ შედის. ამის მიზეზად კი ის იმას ასახელებს, რომ "ქართულ მხარეს განსხვავებული მიდგომა აქვს".
იგი აღნიშნავს, რომ კომისიის საქმიანობა კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2014 წელსაც შეისწავლა:
"მაშინაც შევიდა შუამდგომლობა პრემიერთან, კომისიაში რამე ხომ არ მოხდაო. მოვიდა ხალხი, წაიღეს რაღაც მასალა, გამოიძიეს. ახლა ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, რომ იქ, ჯერ ეს ერთი, თავდაცვის სამინისტრო რა შუაშია, ან პროკურატურა. თუ რაღაცის გარკვევა გსურს, მაგიდასთან შეიძლება ამის გარკვევა".
ივერი მელაშვილი დღევანდელ პროცესებს პოლიტიკას უკავშირებს. ამასთან, იგი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და ბრალდებები კომისიის ყოფილი წევრების მიმართ პროცესს ზიანს აყენებს.
"როცა კომისიები მუშაობემ არის პრინციპი, რომ ვმუშაობთ დოკუმენტალურ მასალებზე, სამართლებრივ მასალებზე. როცა ამ რუკას არ აქვს სამართლებრივი გამყარება და სუსტია ტექნიკური თვალსაზრისით, ჩათვალე, რომ დაუდო არგუმენტად მეორე მხარეს უნდა მისცე საშუალება, რომ იოლად გაგამტყუნოს", — აღნიშნავს ივერი მელაშვილი.
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობის გამოძიების დაწყებას საფუძვლად 2020 წლის 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია დაედო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას შეეხებოდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კომისიამ გარკვეული მონაკვეთი არამათლზომიერად შეათანხმა, თუმცა რომელ მონაკვეთზე საუბარი განცხადებაში აღნიშნული არაა.
მათივე ინფორმაციით, 9 სექტემბერს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კარტოგრაფიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული.
აღსანიშნავია, რომ 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის დროს, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაციასა და ახალ კარტოგრაფიულ მასალებზე ისაუბრეს. დელიმიტაცია გულისხმობს მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის საზღვრის ხაზის განსაზღვრას, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში და გრაფიკულად არის გამოსახული თანდართულ რუკაზე.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები