ნორმალურია, X ქვეყანამ Y-ს უთხრას გამითვალისწინე გასამართლებულიაო, მაგრამ ოცნებას ანგარიშს აღარ უწევენ — მარგველაშვილი უკრაინაზე
"როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი გასამართლებული გვყავს და არ მოგვწონს რომ დანიშნეთ, ეს განცხადება, რომ X ქვეყანამ Y ქვეყანას უთხრას, შინაარსობრივად ნორმალურია. პრობლემა იმაშია, რომ იმიჯი როგორც სასამართლოსი, ისევე ამ პოლიტიკური ძალის [ქართული ოცნების] არის თაღლითების იმიჯი", — ასე ეხმიანება ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინაში და მმართველი გუნდის კრიტიკულ რეაქციას. მარგველაშვილის განმარტებით, ქართული ოცნება უნდა მიხვდეს, რომ მათ, როგორც პოლიტიკურ ძალას ანგარიშს აღარ უწევენ.
"აქაც ელემენტარულად ვერ მიხვდნენ თავიანთ როლს. კიდევ ერთი მომენტია, რომ როცა რაღაცას იტყუები, იჯერებ ამას და ვერ ხვდები, რომ სხვები ამას ხედავენ. [...]
როდესაც ითხოვენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ქართული სასამართლო, მართმსაჯულება, პოლიტიკური სპექტრის პოზიცია, ვერ ხედავენ უკე რამდენად კომიკური გახდა ეს ყველაფერი და მათი ავტორიტეტი საერთაშორისო კონტექსტში ელემენტარულად თაღლითების ავტოტირეტეტია", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ ნორმალური იქნებოდა, მმართველ გუნდს თავისი კრიტიკული პოზიცია სააკაშვილის დანიშვნაზე ერთხელ დაეფიქსირებინა, მაგრამ რამდენჯერმე გამეორება და იმ პასუხის მიღება, რაც უკრაინას ჰქონდა, შეურაცხმყოფელია.
აპრილის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.
რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს წევრებს პერსონალურად უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს. დოიჩე ველეს ინფორმაციით, 2014-2018 წლებში საბჭომ სულ 28 სხდომა ჩაატარა. ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ.
პრემიერმინისტრი, გიორგი გახრია ამბობს, რომ უკრაიდან ელჩის კონსლუტაციებისთვის გამოწვევა იმას არ ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
მისი თქმით, ელჩის გამოწვევის მიზანი მასთან კონსულტაციების გავლაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვან ქვეყნებს შორის ურთიერთობები ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან.
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
კომენტარები