თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს", რასაც, სამწუხაროდ, უმეტესობა აკეთებს, ვერ აუვალთ ქართველი ექიმები — ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ ასე გაგრძელდება "ღლიცინი", რასაც მისივე თქმით, ქვეყნის მოსახელობის უმეტესობა აკეთებს, ვერ აუვლენ ამდენს ქართველი ექიმები და არ ეყოფათ რესურსი:
"ამ ვირუსის შესახებ ბოლომდე არც მე ვიცი და არცერთმა წამყვანმა ინფექციონისტმა. ერთადერთი რაც ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ამ ვირუსის ბიოლოგიური თვისებების შესახებ, ეს არის ფიზიკური დისტანცია, რაღა დროში გაიწელოს ეს ყველაფერი, არ დავსნებოვდეთ და არ წამოგვივიდეს ის გართულებები, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია. ბატონ პაატას [იმნაძეს] დიდ პატივს ვცემ, ნამდვილად ასე იქნება, დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა. ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე მყავს 3 შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, იმაზე მეტად მენატრება, ვიდრე სხვებს, მაგრამ მეორე მომენტია, ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს რომ გადავრჩეთ.
ვერ წარმოუდგენია ადამიანებს რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ. გამოძვრნენ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან. ამ ხრჩობის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის. ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ, ნუ გაგვიკეთებენ. ამ დრომდე ვიჭერდით, იმედია, დავიჭერთ თუ ყველანი სახლში დავსხდებით. სახლშიც რომ ვიქნებით, წყალი, ჩაი, ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დავლიოთ".
დღესვე, 16 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუკი რეკომენდაციებს არ დაიცავენ და სახლში არ დარჩებიან, ადამიანური რესურსი და მარაგები აღარ ეყოფათ. მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომთუ ამ ტემპით წავიდა ზრდა ეს აღჭურვილობა, ალბათ, 10 დღის განმავლობაში ეყოფა, თუ ზრდის ტემპით წავიდა, "არაპროგნოზირებადია".
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი დაინფიცირდა და მათი რაოდენობა ჯამში 336 გახდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 000 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 პაციენტი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
კომენტარები