რობერტ პატინსონი: Twilight არტჰაუს კინო იყო
ინგლისელმა მსახიობმა, რობერტ პატინსონმა მაყურებლების დიდ ნაწილს თავი ჯერ ჯადოსნური სამყაროზე გადაღებული საკულტო ფილმების სერიის მეოთხე ნაწილში — ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი — სედრიკ დიგორის ტრაგიკული როლის შესრულებით, შემდეგ კი ბინდის საგით ცნობილ ფილმებში რომანტიკოსი ვამპირის განსახიერებით დაამახსოვრა.
ამის შემდეგ მსახიობი აშკარად ცდილობდა, რომ ჰოლივუდურ მაღალბიუჯეტიან პროექტებს გარიდებოდა და უფრო მეტად არტჰაუს ფილმებში ეთამაშა, რომლებიც ძირითადად უცნაური სცენარებითა და ჟანრებით გამოირჩეოდა.
სულ ახლახანს BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა სწორედ თავის ამ პროფესიულ არჩევანზე ისაუბრა. მისი თქმით, განვილილი კარიერული გზა მის პიროვნულ ხასიათს კარგად შეესაბამება:
"როცა წვეულებაზე ვიღაც მეტისმეტად ცდილობს, რომ სხვები გაართოს, ამან შეიძლება მართლა გაგამხიარულოს, მაგრამ ამავდროულად ხვდები, რომ ასეთი ტიპები მომაბეზრებელი, უაზრო ადამიანები არიან. ხოლო ის, ვინც უფრო თავისთვისაა და ყველაფერზე დამოუკიდებელი ხედვა აქვს, უფრო საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდება ხოლმე. ფილმებსაც სწორედ ასე ვაფასებ".
რობერტ პატინსონმა გასულ წელს არაერთ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათგან გამორჩეული რობერტ ეგერსის The Lighthouse იყო, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
როგორც აღმოჩნდა, თავად მსახიობს ჰქონდა დიდი სურვილი, რომ ამ ფილმის რეჟისორთან ეთანამშრომლა:
"The Witch რობერტ ეგერსის სადებიუტო ფილმი იყო, თუმცა მან მოახერხა, რომ მცირე ბიუჯეტით ამბიციური, აკადემიური, სრულყოფილი და ამავდროულად ძალიან საშიში სურათი გადაეღო. მე მას დავუკავშირდი და ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას ვუთხარი, რომ მასთან ერთად რაღაც ძალიან გიჟური რამის გაკეთება მინდოდა".
The Lighthouse მართლაც საკმაოდ "შეშლილი" ფილმი გამოდგა, თუმცა, 2019 წელი მსახიობს კარგს არაფერს უქადდა, რადგან ერთი სამომავლო პროექტიც კი არ იყო მის გეგმებში:
"გასული წელი უსამსახუროდ დავიწყე. მახსოვს, ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ არავინ აპირებდა ჩემთან მუშაობას — შენმა ფილმებმა კარგი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ჰიტები არ გამხდარა. ერთი კვირის შემდეგ კი მოულოდნელად დამირეკა: "გინდა კრისტოფერ ნოლანის ფილმში ითამაშო?"
მალე ნოლანის ახალ ფილმში Tenet რობერტ პატინსონს მართლაც ვიხილავთ. ფილმის პრემიერა 17 ივლისს არის დაგეგმილი.
წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნოლანის ახალი ფილმი ნამდვილი ჰიტი გახდება. ამავდროულად 2021 წელს რობერტ პატინსონს ბეტმენის როლშიც ვიხილავთ. ამავე ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს ორივე ფილმი მის მიერ მანამდე ნახსენებ გემოვნებას აცდენილი სულაც არ არის: მისი თქმით, ნოლანი "ინდი კინოს შემოქმედია", ხოლო ბეტმენის შესახებ გადაღებული შემდეგი ფილმი "შეშლილი და ნორმებიდან ამოვარდნილი" იქნება.
მეტიც, რობერტ პატინსონი მიიჩნევს, რომ ბინდის საგაც საავტორო კინოს უჩვეულო წარმომადგენელია:
"არავის გაუცნობიერებია, რომ ბინდი არტჰაუსი იყო. რამდენიმე წელში ადამიანები მოულოდნელად გაიაზრებენ ამას: "აჰ, ეს ხომ არტჰაუს კინო იყო! როგორ ვერ შევნიშნე!"
ისღა დაგვრჩენია, მსახიობის მომავალ ფილმებს დაველოდოთ და მისი სამსახიობო განვითარება უფრო თამამად მას შემდეგ შევაფასოთ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები