Marriage Story, The Irishman — ნახეთ ვინ ლიდერობს ოქროს გლობუსის ნომინაციებით
გუშინ კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების, ოქროს გლობუსის ნომინანტთა ვინაობა გახდა ცნობილი.
სულ 25 ნომინაციაში დასახელებულ ათეულობით ფილმს, სერიალს, მსახიობსა და რეჟისორს შორის აშკარა ლიდერები გამოიკვეთა, რომლებმაც მოახერხეს და ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღეს.
სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს შორის უკონკურენტოდ ლიდერობს ნოა ბაუმბახის Marriage Story 6 ნომინაციით. ოჯახური დრამა, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ, ნეტფლიქსის პროდუქტია, რომლის პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ შედგა.
ნოა ბაუმბახის ფილმს ორი საკულტო რეჟისორის 2019 წლის გახმაურებული ფილმები მოსდევს: მარტინ სკორსეზეს The Irishman და კვენტინ ტარანტინოს Once Upon a Time… in Hollywood. ორივე ფილმმა 5-5 ნომინაცია მიიღო.
უყურადღებოდ არ დარჩენილა არც წლევანდელი კინოგაქირავების ტრიუმფატორი ფილმი Joker. ტოდ ფილიპსის ფილმი 4 ნომინაციით თითქმის ყველა მნიშვნელოვან ნომინაციაზეა წარდგენილი: იქნება ეს წლის საუკეთესო ფილმი თუ საუკეთესო რეჟისორი.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ-ჰოს კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორმა ფილმმა, Parasite-მა სამი ნომინაცია მოიპოვა: საუკეთესო უცხოენოვან ფილმთან ერთად ის საუკეთესო სცენარისა და რეჟისურის ნომინაციებშიცაა წარდგენილი, რასაც მსგავსი ტიპის დაჯილდოებაზე არაამერიკული კინოსურათები იშვიათად ახერხებენ.
რაც შეეხებათ სერიალებს, ამ მხრივ 4-4 ნომინაციით ლიდერობენ HBO-ს მინისერიალი Chernobyl და ნეტფლიქსის ორი სატელევიზიო შოუ — The Crown და Unbelievable.
საბოლოო მონაცემებით კი ნეტფლისი აღმოჩნდა სრული ლიდერი: 25 ნომინაციიდან 17 ნომინაციაში სწორედ ამ კომპანიის წარმოებული პროდუქტია წარდგენილი, მათ შორის ფილმებისა და სერიალების კატეგორიაშიც ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე ლიდერები სწორედ ნეტფლიქსთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ნეტფლიქსის შემდეგ HBO მოდის 15 ნომინაციით, რომლის საკულტო სერიალმაც, Game Of Thrones-ის ბოლო სეზონმა მხოლოდ ერთი, დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაცია მიიღო.
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები