კიდევ 5 როლი, რომელსაც ხოაკინ ფენიქსი იდეალურად შეასრულებდა
მართალია, ტოდ ფილიპსის ახალმა ფილმმა Joker კრიტიკოსებისა და მაყურებლების ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები დაიმსახურა - ერთ ნაწილს ძალიან მოეწონა ის, მეორეს კი პირიქით - მაგრამ თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ მსახიობმა ხოაკინ ფენიქსმა შესანიშნავი სამსახიობო შესრულება შემოგვთავაზა.
გარდა იმისა, რომ ფილმი ფინანსურად საოცრად მომგებიანი აღმოჩნდა და წინ კიდევ ბევრ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, ხოაკინ ფენიქსის მიერ განსახიერებული ჯოკერი უკვე აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესოდ, რაც კი აქამდე ეკრანებზე გვიხილავს.
თანაც, ცნობილი ნეიროფსიქოლოგი, ედრიენ რეინი იმდენად აღფრთოვანდა ფილმის სცენარითა და ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟით, რომ ფილმს პენსილვანიის უნივერსიტეტში მკვლელის ფსიქოლოგიის შესასწავლად გამოიყენებს.
45 წლის მსახიობ ხოაკინ ფენიქსს აქამდე მაყურებლები ისეთ ცნობილ ფილმებში შესრულებული როლებით იცნობდნენ, როგორებიცაა The Master, Gladiator და Her. როგორც კრიტიკოსები ვარაუდობენ, არტურ ფლეკის, იგივე ჯოკერის როლის შესრულებისთვის ოსკარების 2020 წლის დაჯილდოებაზე ხოაკინ ფენიქსი დამსახურებული პირველი ოსკარის ჯილდოს მფლობელიც გახდება.
ახლა კი გთავაზობთ კიდევ იმ ხუთი ცნობილი ვილანის განხილვას, რომლის როლსაც ჯოკერში ნაჩვენები ოსტატობის შემდეგ, ალბათ, ხოაკინ ფენიქსი ასევე შესანიშნავად შეასრულებდა.
1. ბუფალო ბილი
კრავთა დუმილი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო საშინელებათა ჟანრის წიგნია, რომლის ამავე სახელწოდების მქონე ეკრანიზაციაც ასევე ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში. კინოსურათი ძირითადად კანიბალი სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლექტერისა და FBI-ს აგენტის, კლარის სტერლინგის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, თუმცა ფილმში განსაკუთრებით შემზარავი ბუფალო ბილის პერსონაჟია, რომელიც თავისი ფსიქოლოგიური არქეტიპით ერთი ნახვის შემდეგაც კი ნებისმიერ მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრდება.
1991 წელს გადაღებულ ფილმში ბუფალო ბილის როლს ტედ ლევინი ასრულებს, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა. თუმცა, თუ გინახავთ ეს ფილმი და ლევინის ცეკვის სცენაც გახსოვთ, მაშინ დაგვეთანხმებით, რომ ამ პერსონაჟისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ხოაკინ ფენიქსს.
2. ნორმან ბეითსი
რეჟისორმა ალფრედ ჰიჩკოკმა სამყაროს არაერთი შედევრი აჩუქა, რომლებიც ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე რეჟისორებზე. მათ შორის უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია ფილმი Psycho, რომელშიც შესრულებული როლით მსახიობმა ენტონი პერკინსმა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა კინოს ისტორიაში.
ენტონი პერკინსს სხვა არაფერი რომ გაეკეთებინა, იმ ერთი სცენითაც კი, რომელშიც მაყურებლებს სისხლისგამყინავად უღიმის, სამუდამოდ დაამახსოვრებდა ყველას თავს. ჰოდა, კინოსამყაროში თუ ვინმე გაბედავს, რომ ეს პერსონაჟი ხელახლა გააცოცხლოს, უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ხოაკინ ფენიქსის ღიმილია ნაკლებად შემზარავი.
3. ანტონ ჩიგური
ძმებმა კოენებმა 2007 წელს გადაღებულ ფილმში No Country for Old Men ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი სერიული მკვლელის სახე შექმნეს ჩიგურის სახით. ამ პერსონაჟის როლი ხავიერ ბარდემმა შეასრულა და იდეალურად გადმოგვცა ერთი შეხედვით სრულიად უტყვი სახის მქონე პერსონაჟის შიგნით არსებული ის ათასი საშინელება, რაც მაყურებელს მისი შეხედვისთანავე უყინავს სისხლს.
აქამდე თითქოს საკმარისად ნანახი ჯოკერის სახეების შემდეგ ხოაკინ ფენიქსმა თუ მოახერხა და ამ ანტიგმირს სრულიად ახლებურად შეასხა ხორცი, მაშინ, ალბათ, არც ამ ცივსისხლიანი მკვლელის ახალი ინტერპრეტაციით განსახიერება გაუჭირდება.
4. ჰანს ლანდა
Inglourious Basterds კვენტინ ტარანტინოს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნამუშევარია, რომელშიც რეჟისორმა ერთდროულად მოახერხა ნაცისტური გერმანიის ალტერნატიული ისტორიის გადმოცემასთან ერთად, საკულტო და ყველასთვის დასამახსოვრებელი გმირები შექმნა.
მათ შორის ერთ-ერთია ჰანს ლანდა, რომელიც ფილმის მთავარი ანტაგონისტია. მისი როლი ავსტრიელმა მსახიობმა, კრისტოფ ვალცმა ისე შესანიშნავად შეასრულა, რომ ერთდროულად გახდა იმ წელს ოსკარების, ოქროს გლობუსისა თუ კანის კინოფესტივალის გამარჯვებული. ალბათ, რომ არა გერმანული ენის ბარიერი, ხოაკინ ფენიქსიც ასევე შესაშურ სამსახიობო ოსტატობას შემოგვთავაზებდა ამ როლის შესრულებისას.
5. გოლუმი
მეოცე საუკუნეში ჯ.რ.რ. ტოლკინმა ფენტეზის ჟანრში ახალი სრულყოფილი სამყარო შექმნა, რომელიც პირველ რიგში თავისი მრავალფეროვანი პერსონაჟებით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთი გოლუმია, რომელსაც მკითხველებთან ერთად კარგად იცნობენ მაყურებლებიც, რადგან თუ ბეჭდების მბრძანებელი წაგიკითხავთ და ეკრანზე გინახავთ, წარმოუდგენელია, რომ მისი დავიწყება მოგეხერხებინათ.
გოლუმი ყოველთვის გაორებულ და კონტრასტულ ემოციებს იწვევს: შეიძლება, ის ერთდროულად გძულდეს და თან გეცოდებოდეს. ხოაკინ ფენიქსი კი, რომელმაც მოახერხა და საზარელი ბოროტმოქმედის ადამიანური, ტრაგიკული სახე გვაჩვენა, გოლუმის პერსონაჟს კიდევ უფრო განსხვავებულს შტრიხებს შემატებდა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
კომენტარები