აკაკი ზოიძემ რუსთავი 2-ის "კოლექტივს" ახალი ტელევიზიის გახსნა ურჩია
ქართული ოცნების დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ რუსთავი 2-ის "კოლექტივს" ახალი ტელევიზიის გახსნა ურჩია. დეპუტატის თქმით, რუსთავი 2-ს საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს.
"უხერხულია, როდესაც ვისმჯელებთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. მით უმეტეს მთელ თქვენს კოლექტივს, ასევე, ახალი ტელევიზიითაც შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ. ახალი ტელევიზიის გახსნას არანაირი წინააღმდეგობა წინ არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, სადაც არანაირი კავშირი გამოხატვის თავისუფლებასთან, ჩემი აზრით, არ აქვს", — განაცხადა ზოიძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ამავე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშს არხის გადაფორმება დღესვე შეუძლია.
რუსთავი 2-ის საქმე
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
2004 წლის ზაფხულში ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს კუთვნილი 30-30 პროცეტიანი წილის დათმობა მოუწიათ.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირებასთან ერთად მან არხის წილები დათმო . საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა. საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-მა სტრასბურგში გაასაჩივრა. ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა.
სტრასბურგში რუსთავი 2 რამდენიმე მუხლის დარღვევაზე დავობს, ესენია:
- სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;
- გამოხატვის თავისუფლება;
- უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები;
- საკუთრების დაცვა.
ამავე თემაზე:
- რას ნიშნავს რ2-ის საქმეზე აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმის გაუქმება
- მზად ვარ, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ინტერესები გავითვალისწინო — ქიბარ ხალვაში
- ქიბარ ხალვაშის თქმით, რუსთავი 2-დან მხოლოდ ნიკა გვარამიას უშვებს
- გვერდზე გადავდოთ შვებულებები, საჭიროა მობილიზება — სააკაშვილი რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
- ქიბარ ხალვაშის თქმით, ნიკა გვარამიას პაატა სალია შეცვლის
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები