საერთო განცხადება ნიშნავს, რომ "კლანი" მუშაობს — ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატის ერთობლივი განცხადება მოწმობს იმას, რომ "კლანი" მუშაობს. ასე შეაფასა ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების განცხადება, სადაც ჩინჩალაძე, მურუსიძე და კიდევ 8 კანდიდატი პარლამენტს მოუწოდებს, მათი კანდიდატურები არ განიხილოს.
მისივე განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების ამ განცხადებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რადგან შედეგი უკვე დადგა.
"პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე-სპიკერმა და არაერთმა დეპუტატმა მოგვიანებით თქვეს, რომ კენჭისყრაზე ეს სია არ გავიდოდა. თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭომ კანდიდატურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და სია წარადგინა პარლამენტში. გაუგებარია, რატომ აკეთებენ ამ განცხადებას დღეს", — ამბობს ჯანეზაშვილი On.ge-სთან.
მისი თქმით, უახლოეს დღეეებში ჩანიშნულია მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის ძირითად და ერთადერთ საკითხად განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ კონფერენციაზე პოზიციას დააფიქსირებენ და ეს განცხადება სწორედ წინასაკონფერენციოდ გაავრცელეს.
"სახელიც დაირქვეს იმგვარი, რომ თამაშიდან, ამ პროცესიდან გადიან, თითქოს, თავისი ნებით... არადა უკვე დაგვიანებულია მათი განცხადება. ეს რომ გაეკეთებინათ პარლამენტის თავმჯდომარის ან ვიცე-სპიკერის განცხადებამდე, მაშინ კარგი და გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა დაგვიანებული და აზრს მოკლებულია", — აღნიშნავს ჯანეზაშვილი.
ის დასძენს, რომ თუ მოსამართლეობის ამ კანდიდატებს სურვილი ექნებათ, შეუძლიათ, კვლავ მიმართონ საბჭოს. ამიტომ მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზია არ აქვთ.
დღეს, 21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათივე კანდიდატმა პარლამენტს მოუწოდა, მათი კანდიდატურები არ განიხილონ. საერთო განცხადებაში მოსამართლეობის კანდიდატები არაჯანსაღს უწოდებენ იმ კრიტიკას, რომელიც მათ წინააღმდეგ გამოითქმებოდა, მათ შორის პარლამენტში.
დაპირისპირება მოსამართლეების გარშემო
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს წარადგინა. სიას მხარს არ უჭერდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. ისინი და სამოქალაქო სექტორი მოსამართლეობის ზოგიერთ კანდიდატს ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ.
საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების სია და ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება დაპირისპირების მიზეზი გახდა მმართველ პარტიაში. წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა, კომიტეტს მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მისთვის მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
ბესელიამ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის "დანაშაულებრივ რეჟიმს" უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
კომენტარები