მორალური უპირატესობის მოპოვების მცდელობა — EMC უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებაზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა ის სია, რომელმაც კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ისედაც გადაწყვეტილი იყო, რომ ამ სახით არ წარდგებოდა პარლამენტში. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელი, სოფო ვერძეული On.ge-ს ესაუბრა.
"ახლა მათი გადაწყვეტილება არის მცდელობა, რომ ისედაც გადაწყვეტილ ამბავზე საზოგადოების თვალში მორალური უპირატესობა მოიპოვონ. ასე ავხსნიდი ამ გადაწყვეტილებას", — ამბობს ვერძეული.
მისი თქმით, მოსამართლეობის ამ კანდიდატებს, რომ დისკომფორტი ჰქონოდათ იმ პროცესთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც იყვნენ, მანამდე გაავრცელებდნენ ინდივიდუალურად განცხადებას.
"საერთო განცხადება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ცალკეულ კანდიდატებს არ მიუღიათ ამაზე გადაწყვეტილება და ეს არის შეთანხმებული ნაბიჯი, სულ ცოტა ერთმანეთთან იმისთვის, რომ მორალური უპირატესობა სასამართლომ და ამ ჯგუფმა ამ პროცესში მოიპოვოს", — განმარტავს ვერძეული.
მისი თქმით, პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და შესაძლოა, ამ კანდიდატებს მაინც გაუჩნდეთ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების სურვილი, როცა საბჭო ახლიდან დაასახელებს სიას.
დღეს, 21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათივე კანდიდატმა პარლამენტს მოუწოდა, მათი კანდიდატურები არ განიხილონ. საერთო განცხადებაში მოსამართლეობის კანდიდატები არაჯანსაღს უწოდებენ იმ კრიტიკას, რომელიც მათ წინააღმდეგ გამოითქმებოდა, მათ შორის პარლამენტში.
დაპირისპირება მოსამართლეების გარშემო
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს წარადგინა. სიას მხარს არ უჭერდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. ისინი და სამოქალაქო სექტორი მოსამართლეობის ზოგიერთ კანდიდატს ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ.
საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების სია და ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება დაპირისპირების მიზეზი გახდა მმართველ პარტიაში. წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა, კომიტეტს მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მისთვის მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
ბესელიამ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის "დანაშაულებრივ რეჟიმს" უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაბეირუთში, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ აქილი ბეირუთში, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ აქილი
-
გადახედვაგამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
-
გადახედვაგამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო გამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო
-
გადახედვაABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას ABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას
-
გადახედვაჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ ჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ
-
გადახედვანახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო ნახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო
-
გადახედვარუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება
-
-
-
-
გადახედვანახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული ნახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული
-
გადახედვა10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები 10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები
-
გადახედვარატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით რატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით
-
გადახედვაჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს ჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა მამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა
-
გადახედვაუკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა უკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია მამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია
-
გადახედვაეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე
-
გადახედვაევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
-
გადახედვაგიორგი გახარია: [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში გიორგი გახარია: [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში
კომენტარები