მურუსიძე: მზად ვარ, გირგვლიანის საქმეზე ყველა კითხვას ვუპასუხო
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ "მზად არის იუსტიციის საბჭოს წინაშე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს". ამის შესახებ ლევან მურუსიძემ საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადამ მის უვადოდ გამწესების საკითხს განიხილავენ
მოსამართლე მურუსიძემ აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები გირგვლიანის საქმეზე მას აწმენდნენ ხელს. ის მზად არის სისხლის სამართლის პროცესის მცოდნე ნებისმიერ ადამიანთან განიხილოს ეს საქმე. მისი მტკიცებით, იმ პირობებში გირგვლიანი საქმეზე სხვა დასკვნას ვერავინ გამოიტანდა.
"თუნდაც მოხდეს ლევან მურუსიძის ერთგვარი გასამართლება ამ საქმესთან დაკავშირებით და ერთხელ და სამუდამოდ მომეცეს იმის საშუალება დავამტკიცო, რომ ადამიანმა, რომელსაც მსჯავრდებულებს მივუსაჯე 7 წელი, არ ვარ ამ საქმეში მთავარი დამნაშავე და არ არის ლევან მურუსიძე ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან", — განაცხადა მურუსიძემ.
მან აღნიშნა, რომ ამ საქმეზე ორი სხვა მოსამართლეც მუშაობდა, მაგრამ ამ მოსამართლებიის მიმართ პრეტენზია არასოდეს არ გამოუთქვამთ.
"მზად ვარ, რომ ნებისმიერ ტელევიზიაში გამოვიდე. ორი წლის განმავლობაში, მე პირადად ამის პრობლემა არა მაქვს, ამას გავუძლებ, მაგრამ ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები განიცდიან მუდმივ წნეხს. ბრალდებულსაც კი, რომელსაც მკვლელობაში ედება ბრალი აქვს იმის უფლებები, რომ თავისი თავი დაიცვას", — აღნიშნა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძის თქმით, ის აპირებს საბჭოს ანგარიში ჩააბაროს მისი სხვა გადაწყვეტილებების შესახებ.
"მოსამართლეს კონსტიტუციის თანახმად არ შეიძლება მოსთხოვო საქმეზე ანგარიში, მაგრამ მე დღეს მოვედი, ჩემი ნებით მინდა, რომ ჩავაბარო ეს ანგარიში თუ იქნება ამ საქმეებზე შესაბამისი კითხვები", — განაცხადა მურუსიძემ. მისი თქმით, სურს ეს პროცესი პირდაპირ ეთერში გაშუქდეს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ "თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით" ედავებიან.
ლევან მურუსიძე არაერთ გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მან განიხილა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, მოქმედი ხელისუფლების დროს კი აიისას საქმე.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები