ლევან გოგიჩაიშვილი: ინიციატივა არ გულისხმობს არანაირ ცენზურას ან დამატებით შეზღუდვებს
კულტურის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატორი, ქართული ოცნების, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ცვლილებები ცენზურას ან დამატებით შეზღუდვას არ გულისხმობს.
"პირიქით, შემოდის ახალი, სასამართლო სტანდარტი. ცვლილებების თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა
მისივე თქმით, ცვლილება არის ტექნიკური სახის, ხდება კონსტიტუციური ნორმის სიტყვა-სიტყვითი გადატანა შესაბამის კანონებში, რადგან ყველა კანონი ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან უნდა იყოს.
ახალი კანონპროექტით, რომლის ინიციატორი გოგიჩაიშვილის გარდა ეკა ბესელიაც არის, სასამართლოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შეეძლება.
კულტურის შესახებ კანონის ამჟამინდელი რედაქციით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება დაუშვებელია თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას და პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. ინიციატივით, ყველა ამ მიზეზით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის დასაშვებობას სასამართლო განსაზღვრავს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლში კი ვკითხულობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის სხვათა უფლებებს ლახავს.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს ემატება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს
აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები