ერთი თვეც არ გასულა, რაც კანიე ვესტი ტვიტერზე დაბრუნდა და ის უკვე გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში.

40 წლის რეპერმა ტვიტერზე ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის ის ფოტოც დადო, რომელშიც ტრამპის ლოზუნგიანი კეპი ახურავს.

"არაა აუცილებელი, ტრამპს ეთანხმებოდე, მაგრამ ხალხი მის სიყვარულში ხელს ვერ შემიშლის. ორივეს დრაკონის ენერგია გვაქვს, ის ჩემი ძმაა. მე ყველა მიყვარს, მაგრამ არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც სხვები აკეთებენ. სწორედ ეს გვაქცევს ინდივიდუალებად და უფლება გვაქვს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ".

პრეზიდენტმა რეპერის ტვიტს მალევე უპასუხა, "მადლობა კანიე, მაგარი ხარ!"

კრიტიკის აგორებისთანავე, ვესტის ცოლმა, კიმ კარდაშიანმა, ქმრის დაცვა სცადა.

"მედია ჩემი ქმრის დემონიზებას ცდილობს და უბრალოდ, მინდა რომ გითხრათ, რომ თქვენი შეფასება იმაზე, რომ კანიეს ტვიტები შემაწუხებელია, ცოტა მაშინებს. მისი შეხედულებების დაკავშირება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან, რომელიც მას ჰქონდა, არასამართლიანია, ის ყოველთვის გამოხატავდა თავის აზრს", - დაწერა მან.

მომდევნო ტვიტების სერიაში, კარდაშიანმა ასევე თქვა, რომ მისი ქმარი თავისუფლად მოაზროვნეა და ეს ამერიკაში აკრძალული არაა.

"კანიე არასდროს მიჰყვება პოპულარულ შეხედულებებს და ჩვენ ეს ვიცით. ეს არის მიზეზი, რატომაც მიყვარს და პატივს ვცემ. რამდენიმე წელიწადში, სხვებიც იტყვიან იგივეს, მაგრამ მას ასე არ გააკრიტიკებთ, პირიქით, შეაქებთ! კანიე დროს წლებით უსწრებს".

მოგვიანებით ვესტი და კარდაშიანი მუსიკოსებმაც გააკრიტიკეს, ხოლო ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ოჯახის წევრებმაც, მას ტვიტერზე გამოწერა გააუქმეს. მათ შორის არიან ტრევის სკოტი, კაილი ჯენერი, ქლოი და კორტნი კარდაშიანები, რიანა, კრისი ტეიგენი, ჯონ ლიჯენდი, ჰარი სტაილსი, კენდრიკ ლამარი, კეტი პერი, არიანა გრანდე, ჯასტინ ბიბერი და ა.შ.

"ეს შენი მხრიდან ძალიან "თეთრი" საქციელია, თუ არ გამოასწორებ, გაეთრიე", - დაწერა სნუპ დოგმა.

"მიყვარს დიდებული და ბრწყინვალე არტისტები, რომლებსაც აქვთ უკეთესი მომავლის წარმოდგენის ძალა. მაგრამ, ხელოვანი სიმართლის მიმართ ბრმა არ უნდა იყოს", - დაწერა ჯონ ლიჯენდმა.

"არა კიმ, კანიე დროს არ უსწრებს და შენ ვერასდროს გახდები პირველი ლედი. ბოდიში, დაიკო", - დაწერა რეპერმა, აზალია ბანკსმა.

ამავე თემაზე: