მას შემდეგ, რაც კანიე ვესტმა გვამცნო, რომ მისი ფილოსოფიური წიგნი ტვიტერზე იწერება, ამერიკელმა რეპერმა ორი ახალი ალბომის დაანონსებაც მოასწრო.

ალბომებიდან ერთი სოლო, მეორე კი, Kid Cudi-სთან კოლაბორაცია იქნება.

კანიეს თქმით, მისი ახალი ალბომებიდან პირველი, 1 ივნისს გამოვა და მასში 7 სოლო სიმღერა შევა. ხოლო მეორე ალბომი კი, სახელად Kids See Ghost [ბავშვები მოჩვენებებს ხედავენ] 8 ივნისს გამოვა.

კანიემ ბოლო ალბომი 2016 წელს გამოუშვა, სახელად The Life of Pablo. ალბომი და მისი ორი სიმღერა გრემიზე იყო წარდგენილი, თუმცა ვერცერთი ნომინაცია მოიგო.