სომხეთში პროტესტი გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები
სომხეთის ახლადარჩეული პრემიერის, სერჟ სარგსიანის გადადგომა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში პროტესტი შეწყვეტილიყო. ერევნის ცენტრში აქციები ისევ დაანონსდა. ოპოზიციონერი ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა დღეს, 25 აპრილს, მოქალაქეებს მიმართა და საღამოს შეკრებისკენ მოუწოდა.
ახლა რესპუბლიკის მოედანზე ხალხი კვლავ იკრიბება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციური შენაერთები და სპეცტექნიკა. მთელი ერევნის ტერიტორიაზე შეზღუდულია მობილური კავშირგაბმულობა. მომიტინგეებმა გადაკეტეს აეროპორტისკენ მიმავალი გზა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სომხეთის რეგიონებშიც და მომიტინგეებმა გადაკეტეს ვანაძორი-ბაგრატაშენის დამაკავშირებელი გზატკეცილი, რომელიც სომხეთს საქართველოსთან აკავშირებს.
სომხური მედიის ცნობით, ერევანში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ინციდენტი მოხდა. საპროტესტო მოძრაობას შეურთდა სომხეთის სპორტის და ახალგაზრდობის ახალგადამდგარი მინისტრი, გრაჩი ბაგრამიანიც.
დღესვე გაიმართა შეხვედრა, ნიკოლ პაშინიანისა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანს შორის. შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
პაშინიანი ითხოვდა მონაწილეების შემადგენლობის შემცირებასა და შეხვედრის მედიისთვის გახსნას. მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე კარაპატიანმა უარი თქვა. ოპოზიციას ამ დროისთვის ორი მთავარი მოთხოვნა აქვს, დროებით პრემიერ-მინისტრად ნიკოლ პაშინიანი დაინიშნოს და ჩატარდეს თავისუფალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
სავარაუდოდ, საპროტესტო აქციები სომხეთში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. პაშინიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საპროტესტო ტალღა იმ დრომდე არ შეწყდება, სანამ ხალხის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.
"რესპუბლიკურ პარტიას არანაირი ძალაუფლება აღარ აქვს, არსებობს ამ ძალაუფლების მხოლოდ აჩრდილი. მე არ მჭირდება გარანტიები მათგან, მე მხოლოდ ხალხის მხარდაჭერა მჭირდება. მე ვერ ვხედავ ქვეყანაში ვერანაირ ძალას, რომელიც წინ აღუდგება ხალხის ნებას. რესპუბლიკის მოედანი და იქ შეკრებილი ხალხი არის რეალური ძალაუფლება ამაზე ვერავინ იკამათებს", - განაცხადა პაშინიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ოპოზიცია არ დაუშვებს სარგსიანის ნაცვლად რესპუბლიკური პარტიის რომელიმე სხვა წარმომადგენლის პრემიერ-მინისტრად დანიშნავს. მისივე განცხადები, დროებითი პრემიერად ხალხის მიერ არჩეული კანდიდატი უნდა დაინიშნოს და თუ კი ხალხი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს.
რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ, 23 აპრილს სომხეთის პრემიერი, სერსჟ სარქისიანი გადადგა.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები