"ეს თემა დახურულია ჩვენთვის" – კობახიძე ვეტინგის შესახებ
მოკლედ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა ვეტინგი "შეუსაბამოა" საქართველოს კონსტიტუციასთან, სახელმწიფო სუვერენიტეტის და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებთან.
- ამის შესახებ დღეს, 19 მარტს, ირაკლი კობახიძემ მედიასთან ისაუბრა.
დეტალები: კობახიძის თქმით, ვეტინგი, შეიძლება განხორციელდეს "უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში", სადაც "სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები".
- "მაგალითად, უკრაინის და მოლდოვის საქმე იყო იმის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები და ამას აქვს მყარი საფუძველიც, იმიტომ, რომ მართლა ძალიან სუსტია მათი ინსტიტუტები, მაგრამ საქართველოში თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს მიმართულებით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- მისივე თქმით, საქართველოში, 2012 წლამდე, სასამართლო გამოიყენებოდა როგორც "რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი", რაც "აისახა სასამართლო სტატისტიკაზე, სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის სტატისტიკაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე".
კონტექსტი: ევროკომისიამ, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის 2023 წლის 11 ნოემბრის ანგარიშში დაწერა, რომ:
- "საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა დაეხმაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომ კონსოლიდაციას, გააუმჯობესოს საზოგადოების ნდობა და გადაჭრას საჯაროდ აღქმული კორპორატივიზმისა და კეთილსინდისიერების პრობლემები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
- სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორც ვენეციის კომისიამაც აღნიშნა 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაში, საჭიროა, უფრო საფუძვლიანი და სისტემური კეთილსინდისიერების შემოწმება, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებით".
მართლმსაჯულებაში რეფორმების აუცილებლობაზე საუბარია ევროკომისიის 9 დათქმაშიც, რაც ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საწინდარი უნდა იყოს.
უფრო კონკრეტულად, მეექვსე პუნქტში ვკითხულობთ:
- "ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით".
ამ თემაზე: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან
-
გადახედვამოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე
-
გადახედვამთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს
-
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
კომენტარები