"პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც და რადიკალებსაც" — რას ამბობდა მდინარაძე 2021 წელს და რას ამბობს ახლა
მოკლედ: ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რომელმაც გუშინ, 29 თებერვალს, "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დამცავი" კანონპროექტის შესახებ გვამცნო, 2021 წელს ამბობდა, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები არ იზღუდება და "ლგბტ თემის დევნა ვლადიმერ პუტინის სქემის ნაწილია".
- მდინარაძემ ეს განცხადება გააკეთა 2021 წლის 13 ივლისს, რუსთავი 2-ის ეთერში, მას შემდეგ, რაც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, ძალადობრივმა ჯგუფებმა აქტივისტების ოფისები დაარბიეს, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, ხოლო ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
მდინარაძე ეთერში ამბობდა, საქართველოში ლგბტ თემის უფლებები არ ირღვევა, რადგან "საქართველოს დაუწერელ წესებში აქვს, იყოს ტოლერანტი ყველას მიმართ".
- "ჩვენ ვართ ყველას უფლებების სადარაჯოზე. ამ საზოგადოებაში ლგბტ თემის წარმომადგენლებს არავინ არ დევნის, არავინ არ აგდებს მათ სამსახურიდან, არავინ არ დასდევს მათ ქუჩაში. საქართველოს არაფერი არ აქვს სამდურავი, იცით, რატომ? ამ ქვეყანას თავის ტრადიციებში, დაუწერელ წესებში აქვს, სისხლში აქვს ტოლერანტობა ყველას მიმართ."
- მდინარაძემ ლგბტ თემის მიერ მარშის მოწყობას "პუტინის პროვოკაციული მიზნები უწოდა" და პუტინის ინტერესებს დაუკავშირა.
- "პუტინი რას აკეთებს, ხომ იცით? პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც, ეს არის გავრცელებული აზრი, აფინანსებს რადიკალებსაც. ეს არის პუტინის მეთოდები, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს, საბოლოოდ ისე არ ჩაკვდნენ, ვიღაცამ არ ჩაკლას ვითომ კონსერვატიული იდეა... ეს უნდა დაგვილაგდეს საქართველოში?" - განაცხადა მდინარაძემ.
კონტექსტი: გუშინ, 29 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება მზად არის, მოამზადოს მორიგი ანტიდასავლური და ჰომოფობიური კანონპროექტი, რომელიც კრემლის პრინციპებს იმეორებს.
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".
- მდინარაძის თქმით, "არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე", მისივე თქმით, ყველა "ვინც ამ ღირებულებების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს", უნდა ჩაერთოს კანონპროექტის შექმნაში და მხარი დაუჭიროს მას.
- დღეს, 1-ელ მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მედიასთან თქვა, რომ თუ "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის მიღებაში მთავრობის ჩართულობა გახდა საჭირო, კანონპროექტის მომზადებაში ჩაერთვებიან.
- კანონპროექტი, სავარაუდოდ, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიციირდება პარლამენტში.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები