უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ვაკუუმ ბომბებს იყენებს.

ასევე: რა არის ვაკუუმის ბომბი და რატომაა მისი გამოყენება სამხედრო დანაშაული

ახლა, როგორც ჩანს, აგრესორი ქვეყნა კიდევ ერთ დამანგრეველ იარაღს იყენებს: Forbes-ის ანგარიშის მიხედვით, ეს TOS-1-ის მძიმე საარტილერიო სისტემაა.

როგორ მუშაობს ის და რეალურად გამოიყენება თუ არა?

TOS-1 — ზალპური ცეცხლის მძიმე საარტილერიო სისტემა

CNN-ის კორესპონდენტმა ფრედერიკ პლეიტგენმა Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს რუსული TOS-1 მძიმე საარტილერიო სისტემა, რომელიც მიემართება ბელგოროდის სამხრეთით, ხარკოვიდან 72 კილომეტრის დაშორებით. ამ იარაღს T-72 თერმობარული რაკეტების სროლა შეუძლია.

ცნობისთვის, თერმობარული რაკეტები მოიხმარენ ჟანგბადს ჰაერიდან, რათა წარმოქმნან მაღალი ტემპერატურის აფეთქება, რომელიც გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ჩვეულებრივი აფეთქება. ეს იმდენად მძლავრი აფეთქებაა, რომ მას შეუძლია მყისიერად ააორთქლოს ადამიანის სხეული.

"ეს არა მხოლოდ დარტყმის უშუალო სიახლოვეს კლავს. მას შეუძლია ჟანგბადის ჰაერიდან და ახლომდებარე ადამიანების ფილტვებიდან შეწოვა, რაც ნამდვილი საშინელებაა", — თქვა მიკ მალროიმ, თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ და CIA-ს ოფიცერმა.

სამხედრო დანაშაული

რუსეთის მიერ გამანადგურებელი თერმობარული იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია პირველად ორშაბათს გავრცელდა, როდესაც შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა განგაში გამოაცხადა. ამავე დროს, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას აქვს ცნობები იარაღის გამოყენების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ფაქტის ზუსტად არ დასტურდება.

"თუ სიმართლეა, ეს ომის დანაშაულია", — აღნიშნა მან.

თუმცა, დასავლეთის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ იარაღი შეიძლება პარასკევს უკვე გამოიყენეს.