ეს საიტი დაგეხმარება, რუსეთის მოსახლეობას სიმართლე მისწერო
ცნობილია, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმშია. სამთავრობო, პროპაგანდისტული მედიასაშუალებები მათ ყალბ ამბებს აწვდიან და ასე, მათ გონებაში რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნიან.
რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მათი ქვეყნის შეჭრა მხოლოდ კეთილ მიზნებს ემსახურება, ისინი არ ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს და პირიქით, ქვეყნის "ფაშისტი" მმართველობისგან "გაწმენდის" წმინდა საქმეს ასრულებენ (მოსახლეობის საკეთილდღეოდ). სინამდვილეში კი, თითოეული ჩვენგანი ვხედავთ კადრებსა და რეალობას — რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბომბავს ქალაქებს, მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლებს (რასაც არაერთი სამოქალაქო პირი/ბავშვი ეწირება) და აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი დაპყრობის მიზნით.
როგორც უკვე ვთქვით, ეს რეალობა წლების განმავლობაში, ყოველდღიურად დამახინჯებული ამბებით ნასაზრდოები რუსი ერისთვის უცნობია.
ტელეგრამში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა, რუსეთის მოსახლეობამდე სიმართლის მიტანის საშუალება თითოეულ ჩვენგანს მოგვცეს. ეს ვებგვერდია, სადაც რუსეთის მოქალაქეების მობილურის ნომრებზე შეგიძლიათ დაგზავნოთ "სიმართლის მარცვალი". აქ მოცემულ სატელეფონო ნომრებზე უკვე გამზადებული, რუსულენოვანი შეტყობინების, ან პირადად ჩვენი სათქმელის გაგზავნა შეგვიძლია.
ვებგვერდზე გადასვლა ამ ბმულიდან შეგიძლიათ.
კომენტარები