TikTok პროტესტს უერთდება — დაბლოკილია 2 რუსული სამთავრობო მედიის გვერდი
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა რუსული სამთავრობო მედიების, RT-ისა Sputnik-ის გვერდები მთელი ევროკავშირის მასშტაბით დაბლოკა. კომპანია Meta-ს გადაწყვეტილებას TikTok-იც უერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ გვერდებზე წვდომა ამ პლატფორმის მომხმარებლებსაც ეზღუდებათ.
მსგავსი ნაბიჯების დამსახურებით, RT და Sputnik პრორუსულ გზავნილებს ევროპაში მცხოვრებ ადამიანებამდე ვეღარ მიიტანს, ყოველ შემთხვევაში, ზემოხსენებული პლატფორმების საშუალებით. ეს ცვლილება თავად სახელმწიფოების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას პასუხობს, რადგან ისინი აგრესორი ქვეყნის ქმედებებს ღიად გმობენ.
იმავე მეთოდს მიმართეს ისეთმა კომპანიებმაც, როგორიცაა Twitter, Google, YouTube და Microsoft. უნდა ითქვას, რომ აქ ჩამოთვლილ სოციალურ ქსელებში რუსულ პროპაგანდისტულ ანგარიშებს საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰგავს, ამიტომ მსგავსი აკრძალვები დეზინფორმაციის შესაჩერებლად ძალზე მნიშვნელოვანია.
კომენტარები