Netflix კომედიური ჟანრის ვიდეოებს ტესტავს — ისინი Apple TV-ზე იქნება ხელმისაწვდომი
Netflix თავის საწყის გვერდზე ახალ ფუნქციას Fast Laughs ტესტავს. იგი გასულ წელს მობილურ აპლიკაციაზე გამოვიდა, ახლა კი ნეტფლიქსის სატელევიზიო ვერსიაზე ბეტა ტესტირებას გადის. Fast Laughs მოკლე, სახალისო ვიდეოების კრებულია ფილმებიდან და სერიალებიდან და მისი მიზანია, მომხმარებლებს კომედიის ჟანრიდან ახალი შიგთავსი აჩვენოს.
ფუნქციის ფარგლებში მობილურის ვერტიკალურ ეკრანზე მომხმარებლები TikTok-ის მაგვარ ვიდეოებს დაათვალიერებენ, შემოთავაზებები კი თითოეული კლიპის მარჯვნივ გამოჩნდება. მაყურებელს კლიპების გაზიარება, List-ში სერიალის ჩამატება და "LOL" ღილაკით რეაქციის გამოხატვა შეეძლება.
Fast Laughs მხოლოდ ზრდასრულთა პროფილებისთვისაა განკუთვნილი, მომხმარებლებმა კი ფუნქციით სარგებლობამდე შიგთავსის შესახებ გაფრთხილებას უნდა აუარონ გვერდი.
Apple TV-ის მომხმარებლები Fast Laughs-ზე წვდომას მისი გამოსვლისთანავე შეძლებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ადამიანზე იტესტება და როდის გეგმავენ ფუნქციის გამოშვებას, თუმცა ამ ეტაპზე იგი კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები