საკულტო თამაშის, Call of Duty-ის ახალ ნაწილს 2023 წელს ვეღარ ვიხილავთ
რამდენი მოგონება გაკავშირებთ Call of Duty-ისთან? ამ საკულტო თამაშზე თაობები გაიზარდა. 2005 წლიდან დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა Call of Duty-ის ახალი ნაწილი არ გამოსულა. ეს ყველაფერი კი 2023 წლიდან შეიცვლება. Activision Blizzard-ის გადაწყვეტილებით, Call of Duty-ის ახალი ნაწილის გამოსვლა ოფიციალურად მინიმუმ 2024 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-ის ჟურნალისტმა, Jason Schreier-მა გაავრცელა.
Schreier-ის თქმით, Activison სხვა თამაშზე მუშაობს, რომელზეც იგივე გუნდია კონცენტრირებული, რომელმაც Call of Duty: Black Ops შექმნა. გასული წლის Call of Duty: Vanguard-მა Activision-ისთვის სასურველი შედეგები ვერ აჩვენა. Activision-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ Vanguard-მა წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის იმედების გამართლება ვერ შეძლო.
მიუხადავად ამ ყველაფრისა, Activision გეგმავს გაამრავალფეროვნოს Call of Duty-ს კონტენტი. 2022 წლის ნაწილი 2019-წლის Call of Duty: Modern Warfare-ის გაგრძელება იქნება. ასევე, ბლუმბერგის თქმით, კომპანია ახალ უფასო თამაშზეც მუშაობს, რომელიც ხელმისაწვდომი 2023 წელს გახდება. ასევე, მოსალოდნელია რომ Activison მალე Call of Duty Warzone 2-საც შემოგვთავაზებს.
აღსანიშნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება Microsoft-ის მიერ Activision-ის შეძენას არ უკავშირდება. Activision-მა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა Activision იანვარში 68.7 მილიარდ დოლარად შეიძინა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები