შემოსავლის მატების მიზნით TikTok ვიდეოების გახანგრძლივებას აპირებს
გასულ წელს TikTok-მა გვაუწყა, რომ ვიდეოების მაქსიმალურ ხანგრძლივობას ერთიდან სამ წუთამდე გაზრდიდა. აგვისტოდან მოყოლებული, კომპანია ხუთ-წუთიანი ვიდეოების ბეტა-ტესტირებას ატარებს მომხმარებელთა ჯგუფებზე, პატარა ჯგუფებში კი ტესტები 10-წუთიან ვიდეოებზეც ჩატარდა. ამჯერად პლატფორმაზე ვიდეოების ხანგრძლივობა ისევ გაიზრდება.
WIRED-ის უწყებით, მომხმარებელთა ნაწილის კვლევის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ერთ წუთზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეოები მაყურებელს სტრესავს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას შედარებით ხანმოკლე ვიდეოები ურჩევნია, ხანგრძლივი ვიდეოები კომპანიას მეტ რეკლამას გააყიდვინებს და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება.
ცვლილება იმის შედეგია, რომ მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები TikTok-ის კონკურენტებმაც დანერგეს: Instagram-ს თავისი "reels-ები" აქვს, Snapchat-ს Spotlight, YouTube-ს კი Shorts. ამ პლატფორმათა ვიდეოების მაქსიმალური ხანგრძლივობა ერთ წუთს შეადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ TikTok-ს მსოფლიოში უკვე მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქამდე პლატფორმა საქმეს ნამდვილად სწორად უდგებოდა. ამასთანავე, WIRED-ს თუ დავუჯერებთ, ხანგრძლივ ვიდეოებს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ სექციაში ვიხილავთ.
კომენტარები