Apple-ის თანამშრომლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ — რა ხდება
Washington Post-ის ცნობით, Apple-ის თანამშრომლები პროტესტის მიზნით გაერთიანებას იწყებენ, რადგან მათი საათობრივი ანაზღაურება, კომპანიის შემოსავლის ზრდის მიუხედავად, კვლავაც იგივე რჩება.
ორი მაღაზიის თანამშრომლები შრომითი უფლებების მარეგულირებელთან National Labor Relations Board (NLRB) დოკუმენტების წარსადგენად ემზადებიან. Washington Post-ს თუ დავუჯერებთ, Apple-ის მხრიდან თვალთვალზე დაეჭვებულმა არაერთმა ორგანიზატორმა ანდროიდის გამოყენებაც კი დაიწყო.
შესაძლოა, ეს ყველაფერი გაბუქებულად ჟღერდეს, თუმცა 2021 წელს Apple-მა ერთ-ერთი დასაქმებული, ეშლი ჯოვიკი გაათავისუფლა, რომელმაც კომპანიაში სექსუალური შევიწროების, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებისა და თვალთვალის შესახებ განაცხადა.
"მეგაკორპორაციას თვალთვალისა და დაშინების შინაგანი კულტურა გააჩნია", — წერდა ის — "თანამშრომლებს ყურადღებით მეთვალყურეობენ, მონაცემებს კი საიდუმლოს გაუცემლობისა და მაღალი სტანდარტის სახელით აგროვებენ".
აღსანიშნავია ისიც, რომ, მტკიცების თანახმად, 2011 წელს Apple-ის თანამშრომლებმა თავი პოლიციის ოფიცრებად გაასაღეს, რათა ბინის ჩხრეკისას iPhone-ის პროტოტიპი ეპოვათ.
რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ იცის, ნამდვილად უთვალთვალებს თუ არა Apple ორგანიზატორთა აიფონებს, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ და სხვა ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში კომპანიას რეგულატორებთან სერიოზული პრობლემები შეექმნება.
კომენტარები