კვლევა: ახალი ტექნოლოგიით ორგანოთა დონაციისას სისხლის ჯგუფს მნიშვნელობა აღარ ექნება
ინოვაციურმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია შეიქმნას უნივერსალური დონორი ორგანოები, რომლებიც ადაპტირდება ნებისმიერი სისხლის ჯგუფის ტრანსპლანტაციის მიმღებთან. კვლევა ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ სისხლის ჯგუფი დაკავშირებულია ანტიგენებთან, რომლებიც გვხვდება სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე: A ტიპის სისხლს A ანტიგენი აქვს, B ტიპის სისხლს B ანტიგენი, AB სისხლს ორივე ანტიგენი და O-ს არცერთი გააჩნია. ანტიგენს შეუძლია გამოიწვიოს იმუნური პასუხი, თუ ის უცხოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
AB დადებითი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს "უნივერსალურ მიმღებლებს" ეძახიან. თუმცა, სხვა შემთხვევაში სისხლის მიღება მხოლოდ იმ დონორისგან შეგიძლიათ, ვისაც იგივე სისხლის ჯგუფი აქვს.
ეს ანტიგენები ჩვენი ორგანოების სისხლძარღვების ზედაპირებზეცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებმა ასევე სწორად უნდა დააკავშირონ დონორი ორგანოები მიმღებს. მაგალითად, თუ A ტიპის სისხლის პაციენტს B ტიპის ორგანოს გადაუნერგავთ, ასეთ დროს ტრანსპლანტაციის უარყოფის დიდი შანსია.
"ეს სიკვდილის ტოლფასია. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ O ტიპის სისხლი და ესაჭიროებათ ფილტვის ტრანსპლანტაცია, დონაციის მიღების ნაკლები შანსი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ შესატყვისი ორგანოს მიღების შანსები 20 პროცენტით მცირდება", — თქვა დოქტორ აიჟოუ ვანგმა, კვლევის ავტორმა.
ამ დაბრკოლების გადალახვის მიზნით, კანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა Ex Vivo ფილტვის პერფუზიის სისტემას დამატებითი ელემენტი შემატეს, რომელიც გამოიყენება მკვებავი სითხეების ორგანოებში ამოტუმბვისთვის. ეს მათ სხეულის ტემპერატურისთვის ათბობს, რის შედეგადაც ორგანო ტრანსპლანტაციისთვის მზადაა.
საბოლოოდ, მკვლევრებმა A ტიპის დონორიდან ფერმენტებით სავსე (ადამიანის ნაწლავებიდან) ფილტვები პერფუზიულ სითხეში გადაიყანეს. ამან ხელი შეუწყო ორგანოდან A ანტიგენების გაწმენდას და გარდაქმნა ის O ტიპის ფილტვად. ამის შემდეგ, მათ ფილტვებში გაუშვეს O ტიპის სისხლი. როგორც წესი, სისხლის ეს ჯგუფი ცუდად რეაგირებს A ტიპის სისხლის დონორის ორგანოზე, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
მკვლევრები თვლიან, რომ ეს ძალიან პერსპექტიული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსალური დონორი ორგანოების შესაქმნელად. ამას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ტრანსპლანტაციის მოლოდინის ხანგრძლივობა და გადაარჩინოს უამრავი სიცოცხლე.
"არიან პაციენტები, რომლებსაც სისხლის ჯგუფის მიხედვით დონაციისთვის დიდი ხნით მოცდა უწევთ. მსგავსი ტექნოლოგია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნივერსალური ორგანოების ქონა ნიშნავს, რომ ჩვენ სისხლის ბარიერს აღმოვფხვრით", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები