Tesla ახალ სკანდალში ეხვევა — Model 3 იმაზე ნაკლებ მანძილს გადის, ვიდრე კომპანია გვეუბნება
Tesla საკმაოდ ხმაურიანი კომპანიაა. მან ძალიან მოკლე დროში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და ამჟამად, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიებს შორისაა. რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან სკანდალებიც ახლავს.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Tesla-ს ამჟამად პრობლემები სამხრეთ კორეულ მარეგულირებელ ორგანოებთან აქვს.
კორეის ანტიმონოპოლიური სამსახური Tesla-ს ავტომობილებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აღმოჩნდა, რომ Model 3 ცივ ამინდში ტესლას მიერ ნათქვამ მანძილზე ბევრად ნაკლებს გადის.
თუ ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდება, Tesla სამხრეთ კორეის "სამართლიანი დასახელებისა და რეკლამირების" კანონს დაარღვევს.
"ჩვენ ვგეგმავთ გავმართოთ შეხვედრა, რათა დავადგინოთ ზუსტად როგორი სანქცია დაეკისრება ავტომწარმოებელს" — განაცხადა სამხრეთ კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიის (KFTC) წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში.
Tesla ამტკიცებს, რომ Model 3-ს ერთი სრული დამუხტვით 580 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა, KFTC-ს თქმით, ცივ ამინდში გავლილი მანძილი დრამატულად იკლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Tesla-ს მყიდველები შეცდომაში შეჰყავს.
ელექტრომობილების ელემენტების საკვლევი ცენტრი Recurrent გვამცნობს, რომ ცივ ამინდებს ელექტრომობილების მიერ განვლილ მანძილზე გავლენა მართლაც აქვს. მეტიც, თუ ტემპერატურა დაბალია, ელექტრომობილის დატენვასაც გაცილებით დიდი დრო სჭირდება. სიცივე ელემენტში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს ანელებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები