Samsung-მა Tab S8-ზე დიდი მოთხოვნის გამო შეკვეთები შეაჩერა — Android ტაბლეტები პოპულარობას იბრუნებენ
ადნროიდ ტაბლეტები პოპულარობას იბრუნებს? ეს მეტად უცნაურია, მაგრამ Samsung სწორედ ამაში გვარწმუნებს. ახალი Galaxy Tab S8 სერიის სამი ტაბლეტის წინასწარი შეკვეთები გასულ კვირას დაიწყო და დღეს Samsung-მა განაცხადა, რომ ძალიან დიდი მოთხოვნის გამო, წინასწარი შეკვეთების მიღებას Tab S8-ისა და S8 Ultra-ს შემთხვევაში შეწყვეტს.
XDA Developers-მა აღმოაჩინა, რომ სამსუნგის ოფიციალურ საიტზე ამჟამად წინასწარ შესაკვეთად ხელმისაწვდომი მხოლოდ Galaxy Tab S8 Plus არის. ამის შესახებ სამსუნგმა განმარტება მალევე გააკეთა.
"ჩვენ განცვიფრებულები ვართ Galaxy Tab S8 ხაზის შეძენის მსურველთა რაოდენობით. უკანასკნელ 48 საათში კოლოსალურად გაზრდილი მოთხოვნის გამო, დროებით ვაჩერებთ წინასწარ შეკვეთებს Samsung.com-ზე Galaxy Tab S8 Ultra-სა და Galaxy Tab S8-ზე. აქტიურად ვმუშაობთ, რათა შევძლოთ მომხმარებელთა სურვილების დაკმაყოფილება", — განუცხადა Samsung-მა XDA Developers-ს.
სამსუნგმა სამი ახალი ტაბლეტი გასულ კვირას გამოუშვა — საბაზისო მოდელი Tab S8, მოზრდილი Tab S8 Plus და სამეულის ლიდერი Tab S8 Ultra. ამჟამად ხელმისაწვდომი მხოლოდ Tab S8 Plus გახლავთ, ხოლო 699 დოლარიანი Tab S8 და 1 099 დოლარიანი Ultra მოდელები Sold Out-ად არის მონიშნული.
Samsung-ის თქმით დეფიციტი წინასწარი შეკვეთების გამო შეიქმნა, თუმცა შესაძლოა, ეს ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემაც აღმოჩნდეს. IDC-ის თანახმად, Samsung ტაბლეტების ბაზარზე მეორე ადგილზეა Apple-ის შემდეგ და მთელი ბაზრის 20% უჭირავს.
კომენტარები