კვლევა: ჯანსაღ კვებას ადამიანის სიცოცხლის 13 წლით გახანგრძლივება შეუძლია
"შენ ხარ ის, რასაც ჭამ", — ამბობს ერთი ძველი ანდაზა. ახლა კი, როგორც ჩანს, ის თუ რას ვჭამთ განსაზღვრავს იმას თუ რამდენი ხანი ვიცოცხლებთ. ახალი კვლევა გვეუბნება, რომ დიეტის შეცვლა და ჯანსაღი კვება თქვენს სიცოცხლეს 13 წლით გაახანგრძლივებს. ეს ეფექტი უფრო მკაფიო იქნება, იმ შემთხვევაში თუ ჯანსაღად პატარა ასაკიდან იკვებებით.
ორიგინალური კვლევა გამოქვეყნდა სამშაბათს ჟურნალში PLOS Medicine.
ბოსტნეულს მიეძალეთ, ერიდეთ წითელ ხორცს
კვლევის თანახმად, წითელი ხორცის და გადამუშავებული საკვების ჯანსაღი დიეტით ჩანაცვლება ჩვენი ორგანიზმისთვის ბევრი ბენეფიტის მომცემია. საუბარია მეტ ხილზე, ბოსტნეულზე, მარცვლელუსა და თხილზე.
შედეგებმა აჩვენა, რომ 20 წლის ასაკიდან მსგავსი დიეტის დაცვის შემთხვევაში ქალებს სიცოცხლის გახანგრძლივება საშუალოდ 10 წლით შეუძლიათ. კაცების შემთხვევაში ეს 13 წელია.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დიეტის დაცვა ახალგაზრდების შემთხვევაში უფრო ეფექტიანია, იგივე პოზიტიურად მოქმედებს ხანდაზმულების შემთხვევაშიც. კვლევაში ნათქვამია, რომ ქალი, რომელიც 60 წლიდან დაიწყებს მსგავს დიეტას, საშუალოდ სიცოცხლეს რვა წლით გაიხანგრძლივებს, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში ეს დამატებით ცხრა წელიწადი იქნება.
მეტიც, როგორც ჩანს გვიანი არც არასდროსაა. მსგავს დიეტას 80 წლის მოხუცებისთვისაც კი შეუძლია შედეგის მიცემა. საუბარია დაახლოებით 3 წელზე.
ნორვეგიელმა მკვლევრებმა შეისწავლეს მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს 286 მიზეზს, 369 დაავადებასა და დაზიანებას და 87 რისკ ფაქტორს. ეს ყველაფერი მსოფლიოს 204 ქვეყნის ფარგლებში. დიეტის არსებული მოდელის გამოთვლის მექანიზმი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
დიეტის მიხედვით, სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი ხელშემწყობი ფაქტორებია პარკოსნები, მათ შორის ლობიო, ბარდა და ოსპი. ამასთან, დიდ როლს ასრულებს მარცვლეული და თხილი, როგორიცაა ნიგოზი, ნუში, კაკალი და ფისტა.
აღნიშნული თხილი, პარკოსნები და მთლიანი მარცვლეული ცილების გარდა შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დაკავშირებულია ქრონიკული დაავადებების დაბალ რისკთან.
ეს მაშინ, როცა წითელი ხორცი და დამუშავებული საკვები ზრდის დაავადებების რისკებს, მათ შორის გულის დაავადებს და ნაწლავის კიბოს. ბუნებრივია, კვლევამ აჩვენა, რომ ნაკლები წითელი ხორცის და დამუშავებული ხორცის მიღება, როგორიცაა ბეკონი, ძეხვი და დაკონსერვებული კერძები, ასევე დაკავშირებულია ხანგრძლივ სიცოცხლესთან.
წითელი და დამუშავებული ხორცის შესაცვლელად ჯანსაღი ვარიანტი შეიძლება იყოს თევზი და მცენარეული ცილები, რომლებიც შეიცავს სოიოს, ოსპს, ტოფუს, თხილს, და მარცვლეულს, როგორიცაა ქინოა.
კომენტარები